USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მიზანი მიღწეული იქნება
дата:  638

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ოპერაციის მიზნები - მისი დემილიტარიზაცია და ნეიტრალური სტატუსი - მიღწეული იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

ორი ქვეყნის პრეზიდენტის სატელეფონო მოლაპარაკებები 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

პუტინის განცხადებით, კიევის ნებისმიერი მცდელობა, გადადოს მოლაპარაკებები, გამოიწვევს მოსკოვის მოთხოვნათა სიის გაფართოებას.

ამასთან, როგორც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განმარტა, ორი ქვეყნის პირველი პირის საუბარი ძირითადად უკრაინაში არსებულ ჰუმანიტარულ საკითხებს შეეხო. მისი თქმით, საფრანგეთმა დააფიქსირა მისი პოზიცია ვითარების დეესკალაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати