USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
ვლადიმერ პუტინი ხერსონსა და ლუგანსკში ჩავიდა
дата:  548

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ხერსონისა და ლუგანსკის ოლქებში იმყოფებოდა. ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზე გავრცელდა.

მათივე ცნობით, პუტინმა ხერსონის ოლქში რუსეთის ჯარების „დნეპრის“ დაჯგუფების, ლუგანსკში ეროვნული გვარდიის „აღმოსავლეთის“ შტაბები მოინახულა და რუს სამხედროებს აღდგომა მიულოცა.

ამასთან, დაუზუსტებელია, როდის იმყოფებოდა პუტინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати