რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ხერსონისა და ლუგანსკის ოლქებში იმყოფებოდა. ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზე გავრცელდა.
მათივე ცნობით, პუტინმა ხერსონის ოლქში რუსეთის ჯარების „დნეპრის“ დაჯგუფების, ლუგანსკში ეროვნული გვარდიის „აღმოსავლეთის“ შტაბები მოინახულა და რუს სამხედროებს აღდგომა მიულოცა.
ამასთან, დაუზუსტებელია, როდის იმყოფებოდა პუტინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე.