USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენზე - ვინც იძახის იძახის, თავის თავზე იძახის
Date:  866

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდნეის მიერ მის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

„რაც შეეხება ჩემი ამერიკელი კოლეგის განცხადებას, რა უნდა ვუპასუხო მას? მე მას ვეტყოდი: ჯანმრთელობას გისურვებთ! მე მას ჯანმრთელობას ვუსურვებ, ირონიისა და ხუმრობის გარეშე!“ - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ბავშვობაში, როდესაც ბავშვები ეზოში კამათობდნენ, ერთმანეთს შემდეგი ფრაზით მიმართავდნენ : „ვინც იძახის იძახის, თავის თავზე იძახის!“

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის „საფასურს გადაიხდის“. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია, ბაიდენმა უპასუხა : „დიახ.“ აღნიშნული განცხადებების საპასუხოდ მოსკოვმა აშშ-ში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way