USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი დღეს შეხვედრას გამართავენ
дата:  1181

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინთან შეხვედრას გამართავს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კრემლში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ვიწრო და გაფართოებულ ფორმატებში გაიმართება. დღის წესრიგში შედის საერთაშორისო საკითხები (მათ შორის თანამშრომლობა BRICS-ის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და „დიდი ოცეულის“ ფარგლებში) და ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდა. ლიდერები ასევე განიხილავენ ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხებს.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ლიდერები განიხილავენ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის უკრაინის კონფლიქტსა და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს.

გარდა ამისა, რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების გეგმა მოიცავს რამდენიმე სამთავრობათაშორისო და უწყებათაშორისი დოკუმენტის ხელმოწერას.

შეგახსენებთ, სი ძინპინი რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად ჩავიდა.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати