USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ შეხვდნენ
Date:  419

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინს შორის ამურის ოლქში, კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ მოკლე საუბარი შედგა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მადლობა გადაუხადა პუტინს რუსეთში მიწვევისთვის.

„გმადლობთ, რომ მოგვიწვიეთ, მიუხედავად თქვენი დატვირთული გრაფიკისა“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა შეხვედრისას.

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები კოსმოდრომ "ვოსტოჩნის" დაათვალიერებენ, რის შემდეგაც მოლაპარაკებებს გამართავენ.პუტინი კოსმოდრომზე პრიმორიედან ჩაფრინდა, სადაც აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

კიმ ჩენ ინის ჯავშანმატარებელი შორეულ აღმოსავლეთში გუშინ ჩავიდა.

tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way