რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინს შორის ამურის ოლქში, კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ მოკლე საუბარი შედგა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მადლობა გადაუხადა პუტინს რუსეთში მიწვევისთვის.
„გმადლობთ, რომ მოგვიწვიეთ, მიუხედავად თქვენი დატვირთული გრაფიკისა“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა შეხვედრისას.
რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები კოსმოდრომ "ვოსტოჩნის" დაათვალიერებენ, რის შემდეგაც მოლაპარაკებებს გამართავენ.პუტინი კოსმოდრომზე პრიმორიედან ჩაფრინდა, სადაც აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
კიმ ჩენ ინის ჯავშანმატარებელი შორეულ აღმოსავლეთში გუშინ ჩავიდა.

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.