USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
ვლადიმერ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე - ასეთი საჭიროება არ არსებობს
Date:  

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თვლის, რომ საქმე ბირთვული დარტყმების გაცვლამდე არ მივა. ამის შესახებ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

“ბირთვული დოქტრინა გვაქვს, და იქ ყველაფერი წერია [ბირთვული იარაღის გამოყენებაზე]... გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის შემთხვევაში, უკიდურეს შემთხვევებში. არ ვთვლი, რომ ასეთი შემთხვევა დადგა, ასეთი საჭიროება არ არსებობს…თუ მივა კიდევაც საქმე [ბირთვული დარტყმების გაცვლამდე], ღმერთმა არ ქნას, რაც ძალიან არასასურველი იქნებოდა, მაშინ… მსხვერპლი შესაძლოა უსასრულობამდე გაიზარდოს. მაგრამ მაინც იქიდან გამოვდივარ, რომ აქამდე არ მივა საქმე,” - განაცხადა პუტინმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთს სარაკეტო თავდასხმის შესახებ გაფრთხილების სისტემა გააჩნია და აღნიშნა, რომ ევროპა ბირთვული დარტყმებისგან დაუცველია. თუმცა ამავდროულად მან ყველას მოუწოდა “ტყუილად ნუ ახსენებენ ასეთ რაღაცებს.”

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way