USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
ვლადიმერ პუტინი ბადრა გუნბას შეხვდა
თარიღი:  1195

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის “საპრეზიდენტო არჩევნებში” გამარჯვებულ ბადრა გუნბას შეხვდა და “გამარჯვება” მიულოცა.

“მიხარია თქვენი ნახვა და მსურს მოგლოცოთ, რა თქმა უნდა, არჩევნებში გამარჯვება: 54,7% აიღეთ 70% აქტიურობის დროს - ეს კარგი შედეგია. გილოცავთ”, - განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, იმ საკითხების ბოლომდე მოგვარების ბრძანებას გასცემს, რომლებიც “აფხაზეთის მოქალაქეებისთვის” რუსეთის მოქალაქეობის აღებასთან არის დაკავშირებული.

რუსული მედიის თანახმად, პუტინის თქმით, მოსკოვსა და ოკუპირებულ აფხაზეთს “განსაკუთრებული ურთიერთობები” აკავშირებს. ის გუნბას დაჰპირდა, რომ რუსეთი დაეხმარება აფხაზეთს ელექტროენერგიის დეფიციტის პრობლემის მოგვარებაში, რისთვისაც ჰუმანიტარულ მიწოდებებს უზრუნველყოფს.

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის