USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
ვლადიმერ პუტინი ასლან ბჟანიას „სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას“ დაჰპირდა
თარიღი:  1203

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ადასტურებს მოსკოვის გეგმებს, ოკუპირებულ სოხუმს გაუწიოს ყოველმხრივი დახმარება „სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების გადაჭრისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში“. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთის ე.წ. ლიდერის ასლან ბჟანიასადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც დაკავშირებულია „რესპუბლიკის“ გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღისადმი.

„ეს დღესასწაული განასახიერებს აფხაზი ხალხის მამაცობასა და მდგრადობას, რომელიც რთული ბრძოლით იცავს საკუთარი თავისუფალი, მშვიდობიანი ცხოვრების უფლებას“, - აცხადებს კრემლის ლიდერი.

ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობა ვითარდება მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე და დარწმუნებულია, რომ სამომავლო კონსტრუქციული ორმხრივი კავშირების გამყარება სხვადასხვა სფეროებში პასუხობს ორივე ქვეყნის მოქალაქეთა საფუძვლიან ინტერესებს“.

„გარდა ამისა, პუტინმა დაადასტურა რუსეთის მიზანი კვლავაც გაუწიოს ყოველმხრივი დახმარება აფხაზეთს აქტუალური სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების გადაჭრაში, ასევე უზრუნველყოს ეროვნული უსაფრთხოება“, - ნათქვამია წერილში.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის