USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
ვლადიმერ პუტინი - თავად სომხეთმა აღიარა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია
Date:  570

სომხეთის ხელმძღვანელობამ ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტი არსებითად აღიარა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

„საქმე მხოლოდ კონფლიქტის შედეგებში არაა. საქმე ისაა, რომ სომხეთის ხელმძღვანელობამ არსებითად აღიარა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი ყარაბაღზე“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, პრაღის განცხადებაში სომხეთმა ეს ქაღალდზე დააფიქსირა.

„ახლა პრეზიდენტი ალიევი მეუბნება: „თქვენ ხომ იცით, რომ სომხეთმა აღიარა, რომ ყარაბაღი ჩვენია, რომ ყარაბაღის სტატუსის საკითხი აღარ არსებობს, ის მოგვარებულია“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ეს არა რუსეთის, არამედ სომხეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა.

„გვეუბნებიან : და თუ ასეა, მაშინ ახლა ყველა საკითხი, თუ გინდათ რაიმე გააკეთოთ ყარაბაღთან დაკავშირებით, ჩვენთან ერთად ორმხრივად უნდა გადაწყდეს. რა უნდა ვთქვათ? სათქმელი არაფერია. თუ თავად სომხეთმა აღიარა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია“, - დასძინა პუტინმა.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way