USD 2.6946
EUR 3.1734
RUB 3.5344
Тбилиси
ვლადიმერ პუტინი - საკონსტიტუციო ცვლილებები გაამყარებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და მომავალი ათწლეულების მანძილზე შექმნის პირობებს ქვეყნის უწყვეტი განვითარებისთვის
дата:  676

 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები გაამყარებს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და მომავალი ათწლეულების განმავლობაში რუსეთის უწყვეტი განვითარების პირობებს შექმნის.

კითხვაზე, წარსულის რომელი შეცდომებისგან გათავისუფლებას ისურვებდა, პუტინმა ტელეარხ „რასია პირველთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ეს არის „ნელი მოქმედების ნაღმი“, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბების პროცესში 1922 წლიდან იყო ჩადებული და შემდგომ კონსტიტუციებშიც მოხვდა. პუტინმა ახსენა ლენინის თეზისი საბჭოთა კავშირიდან რესპუბლიკების გასვლის უფლების შესახებ.

„1977 წლის კონსტიტუციაში იყო ჩანაწერი ძალაუფლებაზე კომუნისტურ პარტიის მონოპოლიური უფლების შესახებ. კომპარტია გახდა სახელმწიფო სისტემის ღერძი და საკუთარი ბედი, საკუთარი ჯგუფური ინტერესები დაუკავშირა მთელი ქვეყნის ინტერესებს. ხოლო, როდესაც პარტიამ თავად, ყოველგვარი გარე დარტყმების გარეშე, დაიწყო შიგნიდან ჩამოშლა, მასთან ერთად ქვეყანამაც დაიწყო ჩამოშალა. ეს სრულიად დაუშვებელია. აი ზუსტად ეს არის ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც ჯერ კიდევ 1922 წლიდან, საბჭოთა კავშირის ფორმირების პერიოდიდან არის ჩადებული და შემდგომ მომდევნო - 1924, 1936, 1977 წლების კონსტიტუციებში მოხვდა. მსგავს საკითხებს ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ. მე სრულიად ვარ დარწმუნებული, რომ მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანით ჩვენ სწორად ვიქცევით. ეს ცვლილებები გაამყარებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და მომავალი ათწლეულების მანძილზე შექმნის პირობებს ჩვენი ქვეყნის უწყვეტი განვითარებისთვის“, - განაცხადა პუტინმა გადაცემაში „მოსკოვი.კრემლი.პუტინი“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რუსეთში პირველ ივლისს გამართულ რეფერენდუმში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ამომრჩევლების 77,9% პროცენტმა დაუჭირა მხარი, 21.2% კი - წინააღმდეგი წავიდა. როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებები პუტინს 2036 წლამდე ძალაუფლების გახანგრძლივების იურიდიულ საფუძველს უქმნის.

мир
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати