USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
თბილისი
ვლადიმერ პუტინი - რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია
თარიღი:  259

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლა ასე დაიწყო:

"- ძვირფასო ფედერალური ასამბლეის დეპუტატებო, სენატორებო, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებო, ძვირფასო რუსეთის მოქალაქეებო. დღევანდელი გზავნილით მე ვსაუბრობ რთულ (ეს ყველამ კარგად ვიცით), ჩვენი ქვეყნისთვის ეტაპობრივ დროს, კარდინალური, შეუქცევადი ცვლილებების დროს მთელ მსოფლიოში, ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენი ქვეყნის  ერთი წლის წინ, ჩვენს ისტორიულ მიწებზე ხალხის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ნეონაცისტური რეჟიმის საფრთხის აღმოსაფხვრელად, რომელიც წარმოიშვა უკრაინაში 2014 წლის გადატრიალების შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სპეციალური აქციის ჩატარების შესახებ. სამხედრო ოპერაციით ნაბიჯ-ნაბიჯ, ფრთხილად და თანმიმდევრულად მოვაგვარებთ ჩვენს წინაშე არსებულ ამოცანებს.

2014 წლიდან დონბასი იბრძოდა, იცავდა საკუთარ მიწაზე ცხოვრების, მშობლიურ ენაზე საუბრის უფლებას, იბრძოდა და არ დანებდა ბლოკადისა და მუდმივი დაბომბვის, კიევის რეჟიმის დაუფარავი სიძულვილის პირობებში, სჯეროდა და ელოდა რუსეთს. ამასობაში (და თქვენ ეს კარგად იცით), ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მართლაც ყველაფერი, რომ ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით გადაგვეჭრა, მოთმინებით მოვილაპარაკეთ ამ ურთულესი კონფლიქტიდან მშვიდობიანი გამოსავლის შესახებ, მაგრამ ჩვენს ზურგს უკან სულ სხვა სცენარი მზადდებოდა. დასავლელი მმართველების დაპირება, მათი გარანტია დონბასში მშვიდობისკენ სწრაფვის შესახებ, როგორც ახლა ვხედავთ, გადაიქცა სიყალბედ, სასტიკ ტყუილად, ისინი უბრალოდ თამაშობდნენ  თვალს ხუჭავდნენ პოლიტიკურ მკვლელობებზე. კიევის რეჟიმის რეპრესიები სულ უფრო მეტად უბიძგებდა უკრაინელ ნეო-ნაცისტებს დონბასში ტერორისტული მოქმედებების განხორციელებისკენ. დასავლეთის აკადემიებსა და სკოლებში ნაციონალისტური ბატალიონის ოფიცრებს წვრთნიდნენ და იარაღს აწვდიდნენ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჯერ კიდევ სპეცოპერაციის დაწყებამდე კიევი აწარმოებდა მოლაპარაკებებს დასავლეთთან უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების, საბრძოლო თვითმფრინავების და სხვა მძიმე ტექნიკის მიწოდებაზე. ჩვენ ასევე გვახსოვს ბირთვული იარაღის მოპოვების კიევის რეჟიმის მცდელობები, რადგან ამაზე საჯაროდ ვისაუბრეთ. შეერთებულმა შტატებმა და ნატომ სწრაფად განალაგეს თავიანთი არმიის ბაზები და საიდუმლო ბიოლოგიური ლაბორატორიები ჩვენი ქვეყნის საზღვრებთან, აითვისეს მომავალი სამხედრო ოპერაციების თეატრი, მოამზადეს მათ დაქვემდებარებული კიევის რეჟიმი, მათ მიერ დამონებული უკრაინა. დღეს კი ამას აღიარებენ. ამას საჯაროდ, ღიად, უყოყმანოდ აღიარებენ. როგორც ჩანს, ისინი ამაყობენ, ტკბებიან თავიანთი ღალატით, მინსკის შეთანხმებებსაც და ნორმანდიულ ფორმატს დიპლომატიურ წარმოდგენას, ბლეფს უწოდებენ.

გამოდის, რომ ყოველთვის, როცა დონბასი იწვოდა, როცა სისხლი იღვრებოდა, როცა რუსეთი გულწრფელად (მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ეს, გულწრფელად) იბრძოდა მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის, ისინი თამაშობდნენ ხალხის ბედით. ისინი ასევე ურცხვად ანადგურებდნენ იუგოსლავიას, ერაყს, ლიბიას, სირიას. ამ სირცხვილის ისინი ვერასოდეს ვერ ჩამოირეცხავენ. პატივის, ნდობის, წესიერების ცნება მათთვის ცნობილი არ არის. კოლონიალიზმის, დიქტატის, ჰეგემონიის ხანგრძლივი საუკუნეების განმავლობაში ისინი მიეჩვივნენ რომ მათ ყველაფრის უფლება აქვთ. მიეჩვივნენ მთელ სამყაროზე ფურთხებას.

მართლაც, დასავლური ელიტა ტოტალური, უპრინციპული სიცრუის სიმბოლოდ იქცა. ჩვენ მტკიცედ ვიცავთ არა მხოლოდ ჩვენს ინტერესებს, არამედ ჩვენს პოზიციას, რომ თანამედროვე მსოფლიოში არ უნდა მოხდეს ეგრეთ წოდებულ ცივილიზებულ ქვეყნებად დაყოფა და ყველა დანარჩენი, რომ საჭიროა პატიოსანი პარტნიორობა,  რაც პრინციპში უარყოფს ყოველგვარ ექსკლუზიურობას, განსაკუთრებით აგრესიულს. ჩვენ ღია ვიყავით, გულწრფელად მზად ვიყავით დასავლეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, ვამბობდით და ვამტკიცებდით, რომ ევროპასაც და მთელ მსოფლიოსაც ესაჭიროებოდა უსაფრთხოების ერთიანი სისტემა, თანაბარი ყველა სახელმწიფოსთვის და მრავალი წლის განმავლობაში ვთავაზობდით ჩვენს პარტნიორებს ერთად განგვეხილა ეს იდეა და გვემუშავა მის განხორციელებაზე, რაზეც  საპასუხოდ მათთგან მივიღეთ გაურკვეველი და თვალთმაქცური რეაქცია."

შემდგომ მან განაცხადა, რომ ჩვენ არ ვიბრძვით უკრაინელ ხალხთან, ის თავად გახდა კიევის რეჟიმის მძევალი, მისი თქმით, ადამიანებზე არავის უფიქრია.

„ისინი უბრალოდ სახარჯო მასალად გადააქციეს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და პასუხისმგებლობა ამაზე კიევსა და დასავლეთის ელიტებზეა.

ერთი გარემოება ყველასთვის გასაგები უნდა იყოს - რაც უფრო მეტად შორი რადიუსის სისტემების მიწოდება მოხდება უკრაინისთვის, მით შორს გავხდებით იძულებული, რომ გავწიოთ საფრთხე ჩვენი საზღვრებიდან.

დასავლეთი მიზნად ისახავს ლოკალური კონფლიქტი გლობალური დაპირისპირების ფაზაში გადაიყვანოს. ჩვენ ეს ასე გვესმის და ამაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია.

„რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელია, ამიტომ აწარმოებენ სულ უფრო აგრესიულ საინფორმაციო თავდასხმას. გამუდმებით იტყუებიან, არ წყვეტენ თავდასხმას ჩვენს კულტურაზე, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე“,- განაცხადა პუტინმა.

აქვე მან აღნიშნა, რომ ანტირუსული ეკონომიკური სანქციების ინიციატორებმა საკუთარი თავები დაისაჯეს, მისი თქმით, დასავლეთმა უკრაინის წინააღმდეგ არამხოლოდ სამხედრო და საინფორმაციო, არამედ ეკონომიკური აგრესია დაიწყო, თუმცა მათ წარმატების მიღწევა ვერ შეძლეს.

„დასავლეთს რუსეთის ტანჯვა სურდა, თუმცა სანქციების ინიციატორები საკუთარ თავს სჯიან. მათ საკუთარ ქვეყნებში ფასების ზრდა გამოიწვიეს, დახურეს ქარხნები, ჩამოეშალათ ენერგიის სექტორი. ამ ყველაფრის ფონზე კი საკუთარ მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ყველაფერში დამნაშავე რუსეთია", - განაცხადა მან.

საზოგადოება
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.