USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
ვლადიმერ პუტინი - მე მეფე არ ვარ!
Date:  1177

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ ეთანხმება იმ ადამიანებს, რომლებიც მას მეფეს უწოდებენ. მისი თქმით, ის მეფე არ არის, რადგან მეფეები ბრძანებებს გასცემენ, ხოლო პრეზიდენტები ყოველ დღე მუშაობენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა „ტასთან“ ინტერვიუში სახელწოდებით „20 შეკითხვა ვლადიმერ პუტინს“ განაცხადა.

„ეს სიმართლე არ არის. მე ყოველ დღე ვმუშაობ და არ ვმეფობ. მეფე ის არის, ვინც ზის, ზევიდან იყურება და ამბობს „აი, გიბრძანებ“ , თავად ქუდებს ისინჯავს და სარკეში იყურება“,-აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, თავდაპირველად „თავშიც არ მოსვლია“, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნა ამდენ ხანს გაგრძელდებოდა.

„მე იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქ აღმოვჩნდებოდი. ეს თავში არც მომსვლია და არც შეიძლება მომსვლოდა“,-განაცხადა პუტინმა.

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way