USD 2.6152
EUR 3.0315
RUB 3.0686
Тбилиси
ვლადიმერ პუტინი - კორონავირუსზე ტესტს სამ-ოთხ დღეში ერთხელ ვიტარებ
дата:  1687

რუსეთის პრეზიდენტი კორონავირუსზე ტესტს ყოველ სამ-ოთხ დღეში ერთხელ იტარებს. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ტელეკომპანია "Россия-1"-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ტესტს სამ-ოთხ დღეში ერთხელ რეგულარულად ვიტარებ“, - განაცხადა პუტინმა.

კითხვაზე, არის თუ არა ტესტის პასუხი უარყოფითი, პუტინმა განაცხადა: „დიდება ღმერთს, კი“.

ძალიან ბევრი ადამიანი დაავადდა რუსეთში და ახლაც ავადმყოფობს, რაც უზარმაზარი დატვირთვაა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სისტემაში მუშაობს.- განაცხადა პუტინმა

რუსეთის ლიდერის შეფასებით, კრიზისი, რომელიც კორონავირუსით არის გამოწვეული, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და მასშტაბურია, რასთანაც კი ოდესმე შეხება ჰქონია.

წყარო: https://life.ru/

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати