USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ვლადიმერ პუტინი - დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ომის გამოცხადების ტოლფასია
Date:  729

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ომის გამოცხადების ტოლფასია. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიების თანამშრომელ ქალებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვს უნდა დაეცვა უკრაინის აღმოსავლეთში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობა, ისევე როგორც საკუთარი ინტერესები.

როგორც კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რუსეთს სურდა უკრაინის „დემილიტარიზაცია“, „დენაციფიკაცია“ და ნეიტრალური სტატუსი.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს რუსეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way