USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Тбилиси
ვლადიმერ პუტინი - ჩვენ დასავლეთში ბევრი მხარდამჭერი გვყავს, უკრაინაში მშვიდობა დადგება მაშინ, როცა რუსეთი სპეცოპერაციის მიზნებს მიაღწევს
дата:  

დასავლეთში ბევრ ადამიანს სჯერა, რომ რუსეთი ყველაფერს სწორად აკეთებს, ჩვენ გვყავს უამრავი მხარდამჭერი ტრადიციული ღირებულებების დაცვაში, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვიცი, რომ არა მხოლოდ გერმანიის ქალაქებში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნების ქალაქებსა და შეერთებულ შტატებში, რომ აღარაფერი ვთქვათ მსოფლიოს სხვა რეგიონებზე, ბევრს სჯერა, რომ ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ“, - განაცხადა პუტინმა.

მისი მტკიცებით, რუსეთს არ ეშინია, იბრძოლოს საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის სხვების ხელყოფის გარეშე და ამას მხარს უჭერს.

„ჩვენი ტრადიციული ღირებულებების დაცვაში მსოფლიოში უამრავი მხარდამჭერი გვყავს", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც შეერთებულ შტატებში შიდა ცვლილებები მოხდება და როდესაც ისინი დაიწყებენ სხვების პატივისცემას, მაშინ შეიქმნება ფუნდამენტური პირობები ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

„როდესაც მოხდება გარკვეული შიდა ცვლილებები, როდესაც ისინი დაიწყებენ პატივისცემას სხვა ადამიანების, სხვა ქვეყნების მიმართ, როდესაც დაიწყებენ კომპრომისების გამონახვას და არა სანქციებითა და საომარი მოქმედებებით საკითხების მოგვარებას, მაშინ შეიქმნება ფუნდამენტური პირობები სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის“, - აღნიშნა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში ამჟამად 617 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

„საკონტაქტო ხაზის სიგრძე 2 000 კილომეტრზე მეტია. საბრძოლო ზონაში 617 ათასი ადამიანი იმყოფება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, გასულ წელს გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 ათასამდე ადამიანი გაიწვიეს. პუტინმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად, მობილიზებულების მიმართ ბევრი ირონია და დაცინვა იყო მიმართული და მათ ბრბოს ეძახდნენ, მაგრამ „რეზერვისტებმა კარგად წარმოაჩინეს თავი საბრძოლო პირობებში“.

უკრაინაში მშვიდობა დადგება მაშინ, როცა რუსეთი სპეცოპერაციის მიზნებს მიაღწევს, ეს მიზნები არ შეცვლილა, - განაცხადა ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა.

„მშვიდობა იქნება, როცა ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს. ეს მიზნები არ იცვლება", - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთის მიზნები ითვალისწინებს უკრაინის „დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციას და მის ნეიტრალურ სტატუსს.“

 

мир
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати