USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ვლადიმერ პუტინი - ჩვენ მივუახლოვდით დაუბრუნებლობის წერტილს. უკრაინასთან მოლაპარაკების ერთ-ერთი პირობა კიევის მიერ ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმაა
дата:  1108

დასავლური სახელმწიფოების ეგოიზმმა და ამპარტავნობამ მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე, მსოფლიო დაუბრუნებლობის წერტილს მიუახლოვდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ სწორედ ვაშინგტონმა შეარყია სტრატეგიული სტაბილურობა ანტიბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულებიდან, ღია ცაზე საშუალო და მოკლე რადიუსის ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებიდან ცალმხრივი გასვლის გამო. საბოლოო ჯამში, დასავლური სახელმწიფოების ეგოიზმმა და ამპარტავნებამ გამოიწვია დღევანდელი უკიდურესად საშიში მდგომარეობა. ჩვენ დაუშვებლად მივუახლოვდით დაუბრუნებლობის წერტილს“, - განაცხადა პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, მოწოდებები რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების შესახებ, რომელსაც ბირთვული იარაღის უდიდესი არსენალი აქვს, „დასავლელი პოლიტიკოსების უზომო ავანტიურიზმზე მეტყველებს“.

პუტინის მტკიცებით, სწორედ დასავლეთმა მოამზადა და პროვოცირება მოახდინა უკრაინის კრიზისი და ახლა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კრიზისი გაგრძელდეს.

”სწორედ დასავლეთმა მოამზადა და პროვოცირება მოახდინა უკრაინის კრიზისი, ახლა კი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს კრიზისი უსასრულოდ გაგრძელდეს“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის  განაცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო პირობებია დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან, ასევე, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებიდან უკრაინული ჯარების გაყვანა და კიევის მიერ ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა

„ჩვენი პირობები ასეთი საუბრის დასაწყებად მარტივია - უკრაინის ჯარები სრულად უნდა გაიყვანონ დონეცკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებიდან, ამ რეგიონების მთელი ტერიტორიიდან. როგორც კი კიევში განაცხადებენ , რომ მზად არიან ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად და დაიწყებენ ჯარების რეალურ გაყვანას ამ რეგიონებიდან და ასევე ოფიციალურად განაცხადებენ ნატო-ში გაწევრიანების გეგმებზე უარის თქმის შესახებ, ჩვენი მხარე დაუყოვნებლივ, იმავე წუთში გასცემს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების ბრძანებას“, - აღნიშნა პუტინმა.

 
 
 
 
общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати