USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
ვლადიმერ იმნაძე - "არემჯიმ" 110 ვეტერანი დაასაქმა
Date:  1332

 ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ‘’არემჯის’’ წარმოების დირექტორს, კობა მენაბდიშვილს და უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, აფხაზეთის ომის ვეტერანს, ვლადიმერ კახეთელიძეს უმასპინძლა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ კომპანია ‘’არემჯის’’ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების თანადგომისა და მათი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და უწყების სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

კობა მენაბდიშვილი, "არემჯის" წარმოების დირექტორი: " ჩვენ თითოეულ ადამიანს, რომელმაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, უდიდესი პატივისცემით, უდიდესი მოწიწებით ვეპყრობით. ისინი არიან ქვეყნის ერთობის მაგალითი ჩვენი მომავალი თაობისთვის. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ კომპანიის დირექციის სახელით, თითოეული თანამშრომლის სახელით, რომ გვაქვს იმის საშუალება, ასეთი ბუმბერაზი ადამიანებისგან მივიღოთ მადლობის სიგელი. პირიქით, ჩვენ ვართ თქვენი მადლიერები და თქვენს გვერდით ვართ."

ვლადიმერ იმნაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი: "ჩვენმა სტუმრებმა შეძლეს და თავიანთ საწარმოში დაასაქმეს 110 ვეტერანი. მიხარია, რომ დღეს მათ თავიანთი წვლილი შეაქვთ საქართველოს აღმშენებლობაში. დიდი მადლობა მინდა, გამოვუცხადო კომპანიის დირექციას, დაცვის სამსახურს, სადაც უმთავრესად არიან დასაქმებული ჩვენი ვეტერანები. მინდა, ყველა საწარმოს დირექტორს მაგალითად დავუყენო ეს ფაქტი და მოვუწოდო მათ, რომ ვეტერანებს მიაქციონ ყურადღება."

sport
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way