USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Тбилиси
ვლადიმერ, გაჩერდი! კვირაში 5 000 ჯარისკაცი იღუპება, მოდით, დავდოთ სამშვიდობო შეთანხმება - დონალდ ტრამპი
дата:  941

ვლადიმერ, გაჩერდი! კვირაში 5 000 ჯარისკაცი იღუპება. მოდით, დავდოთ სამშვიდობო შეთანხმება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს.

ტრამპმა აღნიშნული საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში დაწერა.

„მე არ ვარ კმაყოფილი რუსეთის კიევზე დარტყმებით. ეს არ არის საჭირო და თან ძალიან ცუდ დროს. ვლადიმერ, გაჩერდი! კვირაში 5 000 ჯარისკაცი იღუპება. მოდით, დავდოთ სამშვიდობო შეთანხმება!“, – წერს დონალდ ტრამპი.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати