USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
ვხედავდით ეკლესიის წევრების სტიგმატიზაციის მცდელობასა და მოწოდებას. სამწუხაროდ, ამას ვხედავდით ჩვენი ქვეყნის მთავარ სახელმწიფო ორგანოში- მამა ანდრეა
дата:  624

გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა დღეს ატენისა და გორის მიტროპოლიტმა აღავლინა. ტაძარში მოსასვლელი გზა დილიდან ტრანსპორტისთვის ჩაიკეტა. ეკლესიაში მისვლა მომლოცველებს მხოლოდ ფეხით შეუძლიათ. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გათვალისწინებული წესების დაცვას ადგილზე საპოლიციო ძალები უზრუნველყოფენ.

მეუფე ანდრიამ მრევლს გიორგობა მიულოცა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან ეკლესიის წევრების სტიგმატიზაციის მცდელობაზე ისაუბრა.

„ეკლესიის კლასტერის გამოყოფაზე, მგონი, ყველაფერი გარკვეულია. ვწუხვარ იმაზე, რომ ამ დღეების განმავლობაში ვხედავდით ეკლესიის წევრების სტიგმატიზაციის მცდელობასა და მოწოდებას. მე ასე ვაფასებ ამას. სამწუხაროდ, ამას ვხედავდით ჩვენი ქვეყნის მთავარ სახელმწიფო ორგანოში, პარლამენტში და ზოგადად, თანამდებობის პირებისგანაც, რაც მაკვირვებს, რადგან ამ ადამიანების ამომრჩევლები არიან ეკლესიის წევრებიც და ამგვარი შეფასება ვფიქრობ, მათ პოლიტიკურ მოუმწიფებლობაზე მეტყველებს“, – განაცხადა წირვის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ. მან ასევე ისაუბრა ყინწვისში მომხდარ შემთხვევაზე. მისი თქმით, თუ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, სამწუხაროა, რომ მეუფე იობის ეპარქიის ზოგიერთმა სასულიერო პირმა არ გამოიჩინა სამღვდელო პირისთვის შესაბამისი ცხოვრების წესი.

„ჩემთვის ინფორმაცია მხოლოდ მედიასაშუალებებითაა ცნობილი. ვიტყვი ერთს, რომ გულწრფელად თანავუგრძნობ მეუფე იობს, თუ ეს ყოველივე არის სინამდვილე. სამწუხაროა, რომ მისი ეპარქიის ზოგიერთმა სასულიერო პირმა არ გამოიჩინა სამღვდელო პირისთვის შესაბამისი ცხოვრების წესი, სულიერება, არ გაუფრთხილდა ეკლესიას, მღვდელმთავარს და თქვენს პირში ჩააგდო მეუფე იობი“, – განუცხადა მეუფე ანდრიამ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, პროკურატურამ ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს ბრალდება 28 აპრილს წარუდგინა. მას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლა.

ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს დავით (კობა) კობაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

экономика
საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება

საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. შეღავათები ეხება სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ შემოსავალს, არასტაციონარულ ვაჭრობას და უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრას და სხვა.

მთავრობამ პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარუდგინა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის/საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. ამასთან, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასებისთვის ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის შეღავათი.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის მოქმედი საშემოსავლო შეღავათი, რომლის მიხედვით, არ იბეგრება საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

კანონის პროექტით, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განაგრძობს მოქმედებას თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება წესი, რომლის თანახმად, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მისი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებას.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გრძელდება საგადასახადო შეღავათი, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია სსკ-ის შესაბამისი მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე შენარჩუნებული იქნება საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლის არსებული წესი, რაც გულისხმობს, რომ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს - საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати