USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
"ვითხოვთ ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას" - სოციალური სამართლიანობის ცენტრი
Date:  1007

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა გარემოს დაცვის სამინისტროსგან კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს. ამ საკითხზე "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "თბილისის პოსტი" უცვლელად გთავაზობთ.

"სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტომ“ გასულ წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალდის კანიონი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, კერძო კომპანიას - „კანიონი 350“ – 40 წლით იჯარით გადასცა. სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიამ კანიონის ტერიტორიაზე უნდა მოაწყოს „ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ვიზიტორთა ცენტრს, არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის საფეხმავლო და კიდულ ბილიკს (ხიდებითა და გადასახედებით) და არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის როლერის ატრაქციას.“

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სააგენტოს გადაწყვეტილების შესახებ ისინი ინფორმირებული არ ყოფილან და კანიონის კერძო პირისთვის გადაცემის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც კომპანიამ სამუშაოების წარმოება დაიწყო და კანიონის ტერიტორია შემოღობა. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ადგილობრივები საკუთარი უფლებების დასაცავად გაერთიანდნენ და საპროტესტო აქციებიც გამართეს.

პარალელურად, 2023 წლის 22 სექტემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ადგილობრივების სახელით სასამართლოს მიმართა და სარჩელის უზრუნველყოფის საშუალების სახით კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერება მოითხოვა. სასამართლომ დროებითი ზომის მიღებაზე უსაფუძვლოდ თქვა უარი და მიუთითა, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოსთვის მიმართვამდე თითქმის 1 წელი მოქმედებდა და ამიტომ მისი შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა. თავის მსჯელობაში სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კანიონის კომპანიისთვის გადაცემის შესახებ ადგილობრივებმა გვიან შეიტყვეს და არც ის, რომ აქტიური სამუშაოები კომპანიამ სწორედ ამ პერიოდში დაიწყო.

კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებით, კომპანია სამუშაოებს დაუდევრად აწარმოებს, ჩეხავს ხე-მცენარეებს, აზიანებს ბუნებრივ გარემოს. ადგილობრივების მოთხოვნით, კანიონის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმაც შეამოწმა და ჩვენი ინფორმაციით, გარკვეული დარღვევებიც დაადგინა. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა დეპარტამენტიდან ინსპექტირების მასალები გამოითხოვა, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 11 ოქტომბერს კომპანიის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმაც დაადგინა, კერძოდ, კომპანია სამუშაოების ნაწილს მისთვის იჯარით გადაცემული ტერიტორიის გარეთ აწარმოებს; სახელმწიფო საკუთრების მიწაზე განთავსებულია რკინის ჯიხური და გავლებულია ღობე.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ 5 ოქტომბრის შეხვედრაზე, ადგილობრივები სამინისტროსგან სწორედ სამუშაოების შეჩერებას ითხოვდნენ - საკითხის სამართლებრივ გადაწყვეტამდე. მიუხედავად მინისტრის მოადგილის დაპირებისა, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, იგი სამუშაოების შეჩერებას უზრუნველყოფდა, ადგილზე სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებებმა კიდევ უფრო დიდი ეკოლოგიური ზიანის თავიდან ასარიდებლად, გააძლიერონ ზედამხედველობა მიმდინარე სამუშაოებზე და შეაფასონ კანიონზე ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა. ამასთან, რამდენადაც კანიონის კერძო კომპანიისთვის იჯარით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება კანონდარღვევით იქნა მიღებული, აუცილებელია, გარემოს დაცვის სამინისტრომ ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოები შეაჩეროს - ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმების მიღწევამდე და საკითხის სამართლებრივ გადაწყვეტამდე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ბალდაში, ბალდის კანიონის ბუნებრივი ძეგლის ტერიტორიის ნაწილი გასული წლის მიწურულს, აუქციონის წესით, 40-წლიანი საკუთრების უფლებითა და გარკვეული ვალდებულებებით კომპანია „კანიონ 350“-ს გადაეცა.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way