USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ვიტალი კლიჩკო ევროპელ პოლიტიკოსებს - ყოველ ევროს, ყოველ ცენტს, რომელსაც რუსეთიდან იღებთ, სისხლიანია
Date:  541

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ჟენევაში, მერების კონფერენციაზე ვირტუალურად ჩართვისას, ევროპელ პოლიტიკოსებს სთხოვა, შეწყვიტონ ყველანაირი კომერციული კავშირი მოსკოვთან და განაცხადა, რომ რუსეთთან გადახდები სისხლით არის გაჟღენთილი, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ყოველ ევროს, ყოველ ცენტს, რომელსაც რუსეთიდან იღებთ ან გაგზავნით, სისხლიანია. ეს არის სისხლიანი ფული და ეს სისხლი, უკრაინული სისხლია, უკრაინელი ხალხის სისხლი", - განაცხადა კლიჩკომ.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციაზე კიევის მერმა ბუჩაში არსებული „უკრაინელების გენოციდი" აღწერა.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way