USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ვის უჩივის ივანიშვილის ყოფილი მდივანი დეა შაფათავა სასამართლოში
Date:  2517

"ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მდივანი, რომელმაც მასთან 13 წლის განმავლობაში იმუშავა, სასამართლოში ჩივის.

დეა შაფათავა, რომელიც ივანიშვილთან, 2006 წლიდან  მუშაობდა და ოლიგარქის დიდი ნდობით სარგებლობდა, "ქართუ ბანკში" განუკითხაობაზე დისკრიმინაციაზე, ადამიანების დევნაზე და ჩაგვრაზე ალაპარაკდა. ის ხელს ბანკის შეფს, ნატო ხაინდარვას ადებს.

შაფათავას ინფორმაციით, ნატო ხაინდრავამ შაფათავას შარი ივანიშვილის სანდო კადრს, ვაქცინის გამო მოსდო. არსებული ინფორმაციით, თანამშრომელს, რომელსაც აცრა არ უნდოდა, გენერალური დირექტორი შეურაცხყოფას აყენებდა, ამცირებდა და აბულინგებდა, რის გამოც ბიზნესის მართვის დეპარტამენტის უფროსი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამსახური.

შაფათავა ამტკიცებს, რომ ვაქცინაცია  მხოლოდ მიზეზი იყო. ხაინდრავამ საჭირო დრო იპოვა ივანიშვილთან დაახლოებული კადრის გასანეიტრალებლად.

დეა შაფათავას აქვს ეჭვიც, რომ ხაინდრავა მარტო არ იყო, ვინც მის წინააღმდეგ მოქმედებდა. იყვნენ კონკრეტული პირები, ვისაც სურდათ, მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობას ჰქონოდა კომუნიკაცია ივანიშვილთან და ის ვაკუუმში ემყოფებინათ.

"შაბათის ეთერს" წყარო უყვება, რომ ივანიშვილის პირადი მდივნის მოშორებაში ჩართული იყო გრიგოლ ლილუაშვილი და ივანიშვილების დიასახლისი როზა ბადოიანი, რადგან ხშირად პირადი მდივანს, ოლიგარქამდე ისეთი ამბის მიტანა შეძლო, რაც მათ ინტერესებში არ შედიოდა.

შაფათავა ახლა სასამართლოსგან  ითხოვს, დადგინდეს რომ ის "ქართუს" შეფის მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო, რის გამოც გადაულახავი ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

მოსამართლე გადაწყვეტილებას დეა შაფათავას საქმეზე 28 თებერვალს, დილის 10-ის ნახევარზე გამოაცხადებს. 

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way