USD 2.6899
EUR 3.1499
RUB 3.5640
თბილისი
ვის ეკუთვნის რესტორანი "ქვევრი", სადაც გუშინ გვიან ღამით სროლა იყო?
თარიღი:  360

გუშინ, რესტორან „ქვევრში“ სროლა მოხდა.

„ტვ პირველის“ ცნობით, დაპირისპირება რესტორნის მფლობელს, ზურაბ ტიბუას და მეწილე ლაშა ბასლანძეს შორის მოხდა, რის შემდეგაც ლაშა ბასლანძემ იარაღიდან გაისროლა – ოფიციალურად ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

ტელეკომპანიის ცნობით, დაკითხვაზე იმყოფება ზურაბ ტიბუა, ხოლო ბასლანძე გამოკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში bm.ge-ს უთხრეს მხოლოდ ის, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

bm.ge დაინტერესდა, ვის ეკუთვნის რესტორანი ქვევრი, გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ტიბუა და ბასლანძე რეესტრში რესტორნის თანამფლობელებად მითითებული არ არიან. თბილისის და ბათუმის " ქვევრის" წილის 100%-ს ბასლანძე ფლობს და ისაა დირექტორიც.

წყარო:https://bm.ge/

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის