USD 2.7328
EUR 3.1200
RUB 3.4498
Tbilisi
ვირტუალური პაემანი პანდემიის დროს
Date:  1368

სხვადასხვა მონაცემებით, ონლაინ-გაცნობის მსოფლიო გლობალური ბაზრის მოცულობა 6-10 მლრდ. დოლარს შეადგენს და სწრაფად იზრდება: იმის გათვალისწინებით, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ნაცნობობა (რომელსაც მყარ ურთიერთობებამდე მივყევართ) ინტერნეტში ხდება, ადამიანები თანახმა არიან გადაიხადონ იმ მომსახურებისთვის, რომელიც პოტენციურ პარტნიორთან შეხვედრის საშუალებას მისცემს. ასეთი პლატფორმების მომგებიანობას ისიც ამტკიცებს, რომ  Facebook-მა 2019 წლის სექტემბერში გაცნობის საკუთარი პლატფორმის გაშვება გადაწყვიტა.

 Приложение Tinderპლატფორმა  Tinder მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გაცნობის საიტია, რომელიც ბოლო დროს მომხმარებელს უჩვეულო მისალმებით ხვდება „სოციალური დისტანცირება სულაც არ ნიშნავს გათიშვას (განცალკევებას). იმედი გვაქვს რომ ამ რთულ პერიოდში ჩვენ, ურთიერთობის შესანიშნავი ადგილი გავხდებით. მაგრამ მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ  საკუთარ met-თან რეალობაში შეხვედრის დრო ეხლა არ არის“. Met-ში იგულისხმება მომხმარებლების ჩვევების წარმატებული დამთხვევა ანუ როცა ორივე კანდიდატი ირჩევს ერთმანეთს ონლაინ-ნაცმობობისთვის და შეიძლება არა მხოლოდ ონლაინ. რეალურ შეხვედრების შეზღვუდვები,  რაც მიზანად კორონოვი­რუსი SARS-CoV-2  გავრცელების შენელებას ისახავს, დღეს მთელს მსოფლიოში მოქმედებს.

შეუშლის თუ არა ეს შეზღუდვები ახალ ნაცნობობებს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ურთიერთობების ჩამოყალიბების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული საშუალებას ონლაინ-ურთიერთობებია.

 ონლაინ-გაცნობის ბაზრის ზედაპირული მიმოხილვისას ნათელი ხდება, რომ  Tinder და სხვა მსხვილი პლატფორმების მომხმარებელთა რიცხვი ბოლო კვირების განმავლობაში მკვეთრად გაიზარ­და, მაშინ როცა,  მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამი­სად პლატფორმები მომხმარებლებს  სოციალური კონტაქტების შემცირების და ვირტუა­ლური შეხვედრებით შემოფარგვლისკენ მოუწოდებენ.

 45 წლის ბერლინელი  ლარსი Tinder-ის საკმაოდ აქტიური მომხმარეელია. მას შემდეგ რაც გერმანიაში კორონოვირუსის ეპიდემა გავრცელდა, პირადი შეხვედრები აღარ ქონია. თუმცა „ცოცხალი“ შეხვედრები Tinder-ის „რჩეულებთან“ მას არც ისე ხშირად აქვს. ჩვეულებრივ ის საკმაოდ დიდ ხანს იცდის, ვიდრე შეხვედრას დანიშნავს. მისი თქმით, ვირტუალური შეხვედრების თემა Tinder-ის მომხმარებლებს შორის ჯერ კიდევ ვირუსის გავრცელებამდეც ხშირად განიხილებოდა.Танцующая пара в масках, Китай

„ჩატში რამდენჯერმე ვისაუბრეთ „დისტანციური“ პაემნების შესაძლებლობაზე და გვეცინებოდა რამდენად უცნაური, არასექსუალური და არარომანტიული იქნებოდა ეს შეხვედრები. მაგრამ ეხლა მგონია რომ ეს, შეხვედრის ერთადერთი საშუალებაა, როცა შეიძლება შეინარჩუნო სოციალური პასუხისმგებლობა და შეზღუდო სოცილაური კონტაქტები“.  ამბობს ლარსი.

 Tinder-ის მონაცემებით პანდემიისაგან ყველაზე უფრო დაზარალებული ქვეყნის მომხმარებლები, სოციალური კონტაქტების შეზღუდვის შემდეგ უფრო აქტიურები გახდნენ. ეხლა ისინი უფრო დიდ ხანს ურთიერთობენ. „ ყოველდღიური შეტყობინებების რიცხვი Tinder-ის ამერიკულ სეგმენტში  თებერვლის მონაცემებთან შედარებით 10-15 პროცენტით გაიზარდა, იტალიასა და ესპანეთში გასულ კვირებთან შედარებით  25 პროცენტით და ეს საერთოევროპული ტენდენციაა. ჩატებში საუბრების ხანგრძლივობაც 10-30 პროცენტით გაიზარდა თებერვლის მონაცემებთან შედარებით “ - ამბობს Tinder-ის წარმომად­გენელი DW -ინტერვიუში.

 კავშირის არ არსებობა - კორონოვირუსის კიდევ ერთი ზარალია.

  Свадьба в Южной Корее во времена коронавирусаბერლინის მცხოვრების ლარსის აზრით „კავშირის უეცარი გაწყვეტა“ პანდემიის ერთ-ერთი მთავარი ნეგატიური შედეგია.  ონლაინ კავშირის საშუალებები, მისი აზრით ასეთ შემთხვევაში ძალიან სასარგებლოა, რადგან შეგვიძლია მოვძებნოთ ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობა თუნდაც ინტერნეტშია შესაძლებელი.  ამაზე მიუთითებს Tinder-ის გენერალური დირექტორის ელი სეიდმანის გასულ კვირას გამოქვეყნებული განცხადებაც. „ ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ჩვენი მომხმარებ­ლის­თვის კავშირი ადგილმდებარეობაზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ მძიმე პერიოდი გვაქვს. ეხლა არ არის პირადი შეხვედრების დრო, ჩვენ გვესმის რომ Tinder-პლატფორმა, რომლის საფუძველიც კავშირია, შეიძლება დაეხმაროს ადამიანებს უკეთესად მოახდინონ ორიენტირება იმ გაურკვევლობაში  რაც COVID-19 -მა შემოიტანა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“

tbilisi
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყო
აღნიშნულ მისამართზე ცოტა ხნის წინ დასრულდა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა, რაშიც მოსახლეობასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.
 
ამ ეტაპზე, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ შეზღუდული რჩება როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებისთანავე, მისამართზე სრულად აღდგება სატრანსპორტო მოძრაობა.
 
სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა.
 
შემთხვევის შედეგად დაზარალებული 34 ოჯახი რაიონის გამგეობამ მყისიერად გადაიყვანა სასტუმროში. მათი ბინის ქირის კომპენსაციასაც გამგეობა უზრუნველყოფს.
 
მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, მისამართზე იგეგმება ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, რომელიც, ასევე, მიმდებარე N4 და N6 კორპუსებსაც შეეხება.
შემთხვევის ადგილი ლითონის ღობითაა შემოსაზღვრული.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way