სხვადასხვა მონაცემებით, ონლაინ-გაცნობის მსოფლიო გლობალური ბაზრის მოცულობა 6-10 მლრდ. დოლარს შეადგენს და სწრაფად იზრდება: იმის გათვალისწინებით, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ნაცნობობა (რომელსაც მყარ ურთიერთობებამდე მივყევართ) ინტერნეტში ხდება, ადამიანები თანახმა არიან გადაიხადონ იმ მომსახურებისთვის, რომელიც პოტენციურ პარტნიორთან შეხვედრის საშუალებას მისცემს. ასეთი პლატფორმების მომგებიანობას ისიც ამტკიცებს, რომ Facebook-მა 2019 წლის სექტემბერში გაცნობის საკუთარი პლატფორმის გაშვება გადაწყვიტა.
პლატფორმა Tinder მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გაცნობის საიტია, რომელიც ბოლო დროს მომხმარებელს უჩვეულო მისალმებით ხვდება „სოციალური დისტანცირება სულაც არ ნიშნავს გათიშვას (განცალკევებას). იმედი გვაქვს რომ ამ რთულ პერიოდში ჩვენ, ურთიერთობის შესანიშნავი ადგილი გავხდებით. მაგრამ მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ საკუთარ met-თან რეალობაში შეხვედრის დრო ეხლა არ არის“. Met-ში იგულისხმება მომხმარებლების ჩვევების წარმატებული დამთხვევა ანუ როცა ორივე კანდიდატი ირჩევს ერთმანეთს ონლაინ-ნაცმობობისთვის და შეიძლება არა მხოლოდ ონლაინ. რეალურ შეხვედრების შეზღვუდვები, რაც მიზანად კორონოვირუსი SARS-CoV-2 გავრცელების შენელებას ისახავს, დღეს მთელს მსოფლიოში მოქმედებს.
შეუშლის თუ არა ეს შეზღუდვები ახალ ნაცნობობებს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ურთიერთობების ჩამოყალიბების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული საშუალებას ონლაინ-ურთიერთობებია.
ონლაინ-გაცნობის ბაზრის ზედაპირული მიმოხილვისას ნათელი ხდება, რომ Tinder და სხვა მსხვილი პლატფორმების მომხმარებელთა რიცხვი ბოლო კვირების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა, მაშინ როცა, მსოფლიო ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად პლატფორმები მომხმარებლებს სოციალური კონტაქტების შემცირების და ვირტუალური შეხვედრებით შემოფარგვლისკენ მოუწოდებენ.
45 წლის ბერლინელი ლარსი Tinder-ის საკმაოდ აქტიური მომხმარეელია. მას შემდეგ რაც გერმანიაში კორონოვირუსის ეპიდემა გავრცელდა, პირადი შეხვედრები აღარ ქონია. თუმცა „ცოცხალი“ შეხვედრები Tinder-ის „რჩეულებთან“ მას არც ისე ხშირად აქვს. ჩვეულებრივ ის საკმაოდ დიდ ხანს იცდის, ვიდრე შეხვედრას დანიშნავს. მისი თქმით, ვირტუალური შეხვედრების თემა Tinder-ის მომხმარებლებს შორის ჯერ კიდევ ვირუსის გავრცელებამდეც ხშირად განიხილებოდა.
„ჩატში რამდენჯერმე ვისაუბრეთ „დისტანციური“ პაემნების შესაძლებლობაზე და გვეცინებოდა რამდენად უცნაური, არასექსუალური და არარომანტიული იქნებოდა ეს შეხვედრები. მაგრამ ეხლა მგონია რომ ეს, შეხვედრის ერთადერთი საშუალებაა, როცა შეიძლება შეინარჩუნო სოციალური პასუხისმგებლობა და შეზღუდო სოცილაური კონტაქტები“. ამბობს ლარსი.
Tinder-ის მონაცემებით პანდემიისაგან ყველაზე უფრო დაზარალებული ქვეყნის მომხმარებლები, სოციალური კონტაქტების შეზღუდვის შემდეგ უფრო აქტიურები გახდნენ. ეხლა ისინი უფრო დიდ ხანს ურთიერთობენ. „ ყოველდღიური შეტყობინებების რიცხვი Tinder-ის ამერიკულ სეგმენტში თებერვლის მონაცემებთან შედარებით 10-15 პროცენტით გაიზარდა, იტალიასა და ესპანეთში გასულ კვირებთან შედარებით 25 პროცენტით და ეს საერთოევროპული ტენდენციაა. ჩატებში საუბრების ხანგრძლივობაც 10-30 პროცენტით გაიზარდა თებერვლის მონაცემებთან შედარებით “ - ამბობს Tinder-ის წარმომადგენელი DW -ინტერვიუში.
კავშირის არ არსებობა - კორონოვირუსის კიდევ ერთი ზარალია.
ბერლინის მცხოვრების ლარსის აზრით „კავშირის უეცარი გაწყვეტა“ პანდემიის ერთ-ერთი მთავარი ნეგატიური შედეგია. ონლაინ კავშირის საშუალებები, მისი აზრით ასეთ შემთხვევაში ძალიან სასარგებლოა, რადგან შეგვიძლია მოვძებნოთ ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობა თუნდაც ინტერნეტშია შესაძლებელი. ამაზე მიუთითებს Tinder-ის გენერალური დირექტორის ელი სეიდმანის გასულ კვირას გამოქვეყნებული განცხადებაც. „ ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ჩვენი მომხმარებლისთვის კავშირი ადგილმდებარეობაზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ მძიმე პერიოდი გვაქვს. ეხლა არ არის პირადი შეხვედრების დრო, ჩვენ გვესმის რომ Tinder-პლატფორმა, რომლის საფუძველიც კავშირია, შეიძლება დაეხმაროს ადამიანებს უკეთესად მოახდინონ ორიენტირება იმ გაურკვევლობაში რაც COVID-19 -მა შემოიტანა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.