USD 2.6910
EUR 2.8756
RUB 2.9082
Tbilisi
ვირის რძე - ჯანმრთელობის სილამაზის და ხანგრძლივი სიცოცხლის ელექსირი
Date:  4645

საქართველოში ვირს მხოლოდ ერთი დანიშნულებისთვის, ტვირთის გადასაზიდად იყენებდნენ. დღე ის  სხვადასხვა საშუალებებმა ჩაანაცვლა და მაღალმთიან რეგიონებში მის საჭიროებასაც ვეღარ ხედავენ. სამწუხაროდ, მწირი ინფორმაცია მოიპოვება ამ ცხოველის სარგებლიანობის შესახებ. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მისი რძე და რძის პროდუქტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის.

ვირის რძეს საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. მისი სამკურნალო თვისებების შესახებ წერდნენ ფილოსოფოსი არისტოტელე, ისტორიკოსი ქსენოფონტე, ექიმი ჰიპოკრატე და იბნ სენა. იყენებდნენ ძველი რომაელები, ბერძნები, ინგლისელები და ფრანგები.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ კლეოპატრას ფერმაში 700 ვირი ჰყავდა და ახალგაზრდული იერის და სილამაზის შესანარჩუნებლად ვირის რძის აბაზანებს იღებდა. მისი უხვცილოვანი ნივთიერება ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, რაც ხელს უშლის უჯრედის დაბერებას და აახალგაზრდავებს ორგანიზმს. დღეისობით ვირის რძისგან ამზადებენ საპნებს, კრემებს, ლოსიონებს, ნიღბებს და სხვა კოსმეტიკურ საშუალებებს.

ვირის რძეს რომის პაპი ფრანცისკიც სვავდა.

XIXს-ში ბელგიასა და საფრანგეთში შეიქმნა ფერმები, რომლებიც ამარაგებდნენ ჰოსპიტალს ვირის რძით ბავშვების გამოსაკვებად. დღეისათვის ვირის ფერმები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფუნქციონირებს.

2011წ. BBC-მ ვრცელი გადაცემა მიუძღვნა ერთ-ერთ ვირის ფერმას. დღეისათვის ვირის რძეზე მზადდება ყველაზე ძვირადღირებული ბავშვთა კვების პროდუქტები, შოკოლადი (შვეიცარია, ჩინეთი), სახის მოვლის საშუალებები: კრემები, საპნები, ლოსიონები და ნიღბები.

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ყველს ამზადებენ ზასავიკას ვირის ფერმაში, სერბეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაკრძალში. ყველი სახელწოდებით "პულე'' დამზადებულია ვირის რძისგან და ერთი კილოგრამი ღირს 1200 დოლარი. ფერმაში მომუშავეთა თქმით, იმისათვის, რომ დამზადდეს 1 კილოგრამი ყველი, საჭიროა 25 ლიტრი ვირის სუფთა რძე.

მსოფლიო მასშტაბით, ვირების უამრავი ფერმა არსებობს და ანალოგიურ საქმიანობას – მისი სამკურნალო დანიშნულებით წარმოებას ეწევა: ამერიკაში, იტალიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, საბერძნეთში. ვირის რძე მთელ მსოფლიოში პოპულარული სასმელია და მეზობელ აზერბაიჯანშიც და რუსეთშიც საკმაოდ ძვირად ფასობს, სადაც როგორც სამკურნალო, ასევე კოსმეტიკური დანიშნულებით იყენებენ. ის ძალიან ახლოს დგას დედის რძესთან. ევროპაში კი ყველაზე ძვირად ღირებულ ბავშვის საკვებს სწორედ ამ რძისგან ამზადებენ.

რაც შეეხება იტალიას, აქ სხვა დანიშნულებაც აქვს – სახედრისგან ამზადებენ ძეხვს, რომელიც არის ყველაზე ძვირი – 15 ევრო ღირს კილოგრამი.

ნეაპოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ვირის რძეში აღმოაჩინეს ცხიმის მჟავა ომეგა-3 და ომეგა-6, ის ასევე დატვირთულია ლაქტოზით და შეიცავს მინიმალურ ცხიმებს. გარდა ამისა, ვირის რძეში შედის ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო სამასამდე სხვადასხვა ნივთიერება, მათ შორის ანტიოქსიდანტები, ფერმენტები, დიდი ოდენობით კალცი, ვიტამინები და მინერალები.

ვირის რძე ამაგრებს გულსისხლძარღვთა სისტემას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ამცირებს შაქრის დონეს სისხლში, ამაღლებს იმუნიტეტს, იცავს ნაწლავებს ინფექციისგან, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, შესანიშნავი ეფექტი აქვს დიეტის დროს.

ვირის რძე ხელს უწყობს იმუნოდეფიციტის შევსებას ქიმიოთერაპიის მსვლელობისას და ქრონიკული დაავადებების დროს. ებრძვის ზოგად გადაღლილობას სტრესული სვირის რძე ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიფიკაციას, ებრძვის დიაბეტს, ოსტეოპოროზს, ვირუსულ ინფექციებს, კანის დაავადებებს: აკნე, ეგზემა, ფსორიაზი, მეჭეჭები.იტუაციებისა თუ სხვადასხვა დაავადებებისგან გამოწვეულს

საფრანგეთის ეროვნული აგრარული კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ვირის რძე შეიცავს 68,8 გრ/ლიტრ ლაქტოზას, რაც თითქმის იდენტურია დედის რძის მაჩვენებლის (70გრ/ლიტრი). ცხიმების რაოდენობა ვირის რძეში 12 გრ/ლიტრია. იგი ხასიათდება ცხიმების და ქოლესტერინის დაბალი ნიშნულით, თუმცა მნიშვნელოვანი ცხიმმჟავების მაღალი პროცენტულობით, ომეგა 3 და ომეგა 6-ის ხვედრითი წილი შესაბამისად 8,15% და 6,32% პროცენტია მასში არსებული საერთო ცხიმმჟავების. სხვა ტრადიციულ რძეებთან შედარებით ეს მაჩვენებელი ყველაზე ახლოს დგას დედის რძესთან (საშუალოდ 11,3%) (ძროხის რძეში 2,9%). ცილების რაოდენობა ვირის რძის შემთხვევაში 17.2 გრ/ლიტრია, რაც აახლოვებს მას დედის რძესთან (9-15გრ/ლიტრი), ლაქტაციის მიმდინარეობისას ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო ეცემა და უახლოვდება დედის რძეს. ძროხის და თხის რძის შემთხვევაში ცილის მონაცემები მკვეთრად მაღალია, რაც ხშირად ხდება მისი აუტანლობის მიზეზი. დედის რძე შეიცავს 2.4გრ/ლიტრს საერთო მინერალების, ვირის რძის ელექტროლიტულმა ანალიზმა აჩვენა, რომ მასში კალციუმის და ფოსფორის ნიშნული მაღალია დედის რძეზე, მაგრამ დაბალია ძროხის რძეზე. ვირის და დედის რძეს ასევე აერთიანებთ კაზეინის მაჩვენებლებიც. კაზეინის და რძის შრატის ცილის შეფარდება ვირის რძეში 70,3/100, ხოლო დედის რძეში 71.4/100-ია, სხვა რძის მაჩვენებლები ბევრად მაღალია, აღსანიშნავია რომ კაზეინის მაღალი შემცველობა ერთ ერთი უმთავრესი მიზეზია რძის ალერგიის. პედიატრების, იმუნოლოგების და ალერგოლოგების მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ როდესაც სხადასხვა მიზეზების გამო ძუძუთი კვება ვერ ხერხდება, ვირის რძე შესაძლებელია იყოს მისი ყველაზე ეფექტური ალტერნატივა.

ვირის რძე მდიდარია ვიტამინებით A,B1,B6,C,D,E, ცხიმმჟავებით, კარგად დაბალანსებულია ომეგა 3 და ომეგა 6-ით, განაცხადა კომპანიის დამაარსებელმა და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა პიერლუიჯი კრისტოფ ორუნესუმ.

ვირის რძე ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს და ოთხჯერ ნაკლებ ცხიმს ვიდრე სხვა ნებისმიერი კომერციული წარმოების ძუძუმწოვრის რძე. ორუნესუმ ასევე განაცხადა, რომ ვირის რძე ბუნებრივად ანტიალერგიულია, შეიცავს რეტინოლს და ანტიმიკრობულ ფერმენტ ლიზოციმს.

გთავაზობთ 10 მიზეზს იმისთვის თუ რატომ უნდა გასინჯოთ ვირის რძე.

1) ვირის რძე შემცველობით ყველაზე ახლოს დგას დედის რძესთან. კაზეინის და ცხიმების დაბალი შემცველობის გამო საუკეთესო ალტერნატივაა იმ ახალშობილებისა თუ ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ ალერგია ძროხის, თხის ან სხვა რძეზე.

2) საუკეთესო ალტერნატივაა იმ ახალშობილებისთვის, რომლებიც მოკლებულნი არიან ძუძუთი კვებას.  აძლიერებს ბავშვის იმუნურ სისტემას.

3) შეიცავს 60-ჯერ მეტ C ვიტამინს ვიდრე ძროხის რძე, აძლიერებს ბავშვის ძვლოვან სისტემას. მდიდარია ომეგა 3 და ომეგა 6-ით. ახასიათებს ანტიბაქტერიული და ანტიალერგიული ეფექტი.

4) გამოიყენება იმ ბავშვებისთვის, ვისაც აწუხებს ასთმა, ყივანახველა, ბრონქიტი, ყელის ინფექციები, ტუბერკულიოზი, სხვადასხვა მწვავე რესპირატორული დაავადებები და ვირუსული ინფექციები.

5) ამაგრებს გულსისხლძარღვთა სისტემას, წმენდს ფილტვებს, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ამცირებს შაქრის დონეს სისხლში,  ამაღლებს იმუნიტეტს, იცავს ნაწლავებს ინფექციისგან, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, შესანიშნავი ეფექტი აქვს დიეტის დროს.

6) ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიფიკაციას, ებრძვის დიაბეტს, ოსტეოპოროზს, ვირუსულ ინფექციებს, კანის დაავადებებს: აკნე, ეგზემა, ფსორიაზი, მეჭეჭები.

7) ხელს უწყობს იმუნოდეფიციტის შევსებას ქიმიოთერაპიის მსვლელობისას და ქრონიკული დაავადებების დროს. ებრძვის ზოგად გადაღლილობას სტრესული სიტუაციებისა თუ სხვადასხვა დაავადებებისგან გამოწვეულს.

8) დადებითად მოქმედებს ფსიქიკაზე. არის ბუნებრივი ენერგიის წყარო და ხელს უწყობს სპორტული თუ სხვა ფიზიკური აქტივობის დროს ენერგიის და გამძლეობის შენარჩუნებას.

9) სათანადოდ კვებას კანს, თმას, ფრჩხილებს, ვიტამინების: A,B1,B2,B6,C,D და E-ს მაღალი შემცველობიდან გამომდინარე. ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, რაც ხელს უშლის უჯრედის დაბერებას და აახალგაზრდავებს ორგანიზმს. წმენდს და ატენიანებს სახის კანს.

10) ვირის რძე მამაკაცებში აძლიერებს პოტენციას. არის ბუნებრივი აფროდიზიაკი.

მიღების წესი: დილით 50-70 გრამი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, უზმოზე. საღამოს 50-70 გრამი ძილის წინ (საკვების მიღებიდან 1 საათის შემდეგ), უკეთესი ეფექტისა და შედეგისათვის შუადღისას ჭამამდე 1 საათით ადრე.

აუცილებელი პირობა: არ შეიძლება ადუღება, გაცხელება.

შენახვის წესი: მცირე დროით (7-10 დღე) მაცივარში, დიდი ხნით საყინულეში (2 წელი).

უკუჩვენება: არ აქვს.

საქართველოში, უხსოვარი დროიდან, ჩვენი წინაპრები თურმე, ამ რძეს გამოიყენებდნენ სხვადასხვა დაავადების დროს.

დღეს საქართველოში მხოლოდ ერთი ვირების ფერმა ფუნქციონირებს - კომპანია „ვირლანდია“. ამჟამად, რძის ფასი 60 ლარია. ფასი საკმაოდ სოლიდურია, თუმცა იგი მასში ჩადებული მატერიალური და არამატერიალური რესურსების ადეკვატურია. რძის ფასი გამომდინარეობს სხვადასხვა მიზეზიდან: ვირი ძალიან ცოტას იწველება, დაახლოებით, 200-300 გრამს. ამასთან ერთად, შვილსაც უნდა აწოვოს, რომ არ გაშრეს და ლაქტაციის პერიოდი შენარჩუნდეს. შესაბამისად, რძე ძალიან შეზღუდული რაოდენობით არის და თუნდაც, ერთი ლიტრის მოგროვებას დიდი რესურსი სჭირდება. ეს არ არის ფუფუნების საგანი, გამოიყენება სამკურნალო მიზნით და რა დანიშნულებითაც გამოიყენება ცალკეულ დაავადებებზე, ფასის შესაბამისი ეფექტურობაც გააჩნია.

culture
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way