USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
ვიქტორ წილოსანი - "bus line"-ბი მოსკოვის გამზირზე, სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გლდანში, ვასაძის ქუჩაზე და დადიანის გამზირზე დაემატება
дата:  941

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანის განმარტებით ე.წ. ბასლაინები მოსკოვის გამზირზე, სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, დადიანის გამზირზე და ასევე, გლდანში, ვასაძის ქუჩაზე დაემატება.

„ხშირად აპელირებენ, რომ მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე ხდება ე.წ. ბასლაინების გაკეთება, ეს მინიმუმ, მცდარი ინფორმაციაა. ე.წ. ბასლაინები გლდანში - ვეკუა-ხიზანიშვილზე სწორედ მაშინ გაკეთდა, როცა გაკეთდა ჭავჭავაძეზე. ე.წ. ბასლაინი საკმაოდ ბევრ ადგილას გვაქვს გაკეთებული - ქეთევან წამებულზე, ვარკეთილში, დიდ დიღომში, თამარ მეფეზე, თამარაშვილზე, შესაბამისად, ახლა ამ წრის შეკვრა მიმდინარეობს. ე.წ. ბასლაინები მოსკოვის გამზირზე, სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გლდანში, ვასაძის ქუჩაზე, დადიანის გამზირზე დაემატება“, - განაცხადა წილოსანმა.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати