USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
ვიოლა ფონ კრამონი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე - საქართველო ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა კანდიდატის სტატუსს
дата:  433

საქართველოს ინტერესშია, შეამციროს პოლარიზაცია და აღმოფხვრას მის სასამართლო სისტემაში გავრცელებული უსამართლობა, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლებას.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.

„საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ბატონი ნიკა გვარამიას შეწყალებით. საქართველოს ინტერესშია, შეამციროს პოლარიზაცია და აღმოფხვრას მის სასამართლო სისტემაში გავრცელებული უსამართლობა. ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ევროკავშირის კანდიდატობას, დარჩა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი“, - წერს ევროპარლამენტარი.

мир
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати