USD 2.6527
EUR 3.0408
RUB 3.6199
თბილისი
ვინ ყიდულობს ყველაზე მეტ სატელევიზიო რეკლამას? - კომპანიების ჩამონათვალი
თარიღი:  1327

 

2023 წლის მესამე კვარტალში, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 19.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 23.5%-ით მეტია. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს:

2023 წლის მესამე კვარტალში, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 19.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 23.5%-ით მეტია. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 18.2 მილიონი ლარი იყო, რაც 2022 წლის იმავე პერიოდს, 23.3%-ით, კერძოდ კი, 3.5 მილიონი ლარით აღემატება. ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 74% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა. სპონსორობის წილი კი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3.5%-ით, ხოლო პროდუქტის განთავსების წილი თითქმის 1%-ით შემცირდა.

სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2023 წლის III კვარტალში „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 1.4 მილიონი ლარით გაიზარდა და 6.3 მილიონი შეადგინა. 1.1 მილიონი ლარით გაიზარდა „რუსთავი 2”-ის (მედია ჰოლდინგი) კომერციული შემოსავალიც და 2.6 მილიონს გაუტოლდა. რაც შეეხება „მთავარ არხს”, გასული წლის III კვარტალთან შედარებით, მისი შემოსავალი 0.2 მილიონით შემცირდა და 1.9 მილიონი შეადგინა. 0.5 მილიონით მეტი მიიღო „პოსტვ”-იმ, რომლის კომერციული შემოსავალიც 2023 წლის III კვარტალში 1.9 მილიონი ლარი იყო. ტელეკომპანია „ფორმულას” სარეკლამო შემოსავალი კი 0.4 მილიონით გაიზარდა და 1.3 მილიონ ლარს გაუტოლდა. 0.1 მილიონი ლარით მეტი მიიღო „ტელეკომპანია პირველმა”, რომლის შემოსავალმაც 1.2 მილიონი ლარი შეადგინა. 0.2 მილიონი ლარით გაიზარდა „ჯი-დი-ეს თი-ვი”-ს შემოსავალიც, რომელიც 0.7 მილიონს უდრიდა. 0.1 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო „ბი-ემ-ჯიმ” და მისი შემოსავალი 2023 წლის III კვარტალში 0.7 მილიონს გაუტოლდა. „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” კი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 0.1 მილიონით მეტი, კერძოდ, 0.5 მილიონი ლარი მიიღო. 0.07 მილიონი ლარით გაიზარდა „პალიტრანიუსის” შემოსავალი და სულ 0.1 მილიონი ლარი შეადგინა. სხვა მაუწყებლებმა ჯამში 1.1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.

2023 წლის III კვარტალში, „ტელეიმედის” რეკლამის დამკვეთი კომპანიების ათეული, რომელთა გადახდილი თანხაც 100-დან 500 ათას ლარამდე მერყეობს, შემდეგნაირია: „დიპლომატ ჯორჯია”; „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”; „სლობოდა”; „პსპ ფარმა”; „აიდიეს ბორჯომი თბილისი”; „წყალი მარგებელი”; „შპს სმარტ კაპიტალ ქონსალთენს”; „ქართული სადისტრიბუციო - მარკეტინგული კომპანია”; „კოლგეიტ პალმოლივი” და „არქი პრომოუშენი”.

„რუსთავი 2”-ის (მედია ჰოლდინგი) დამკვეთი კომპანიების ათეული, რომლებიც ტელევიზიას რეკლამაში 50-დან 500 ათასი ლარის ფარგლებში უხდიდნენ, „პსპ ფარმა”, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, „სლობოდა”, „გალფი”, „ვისოლი”, „კოლგეიტ პალმოლივი”, „აიდიეს ბორჯომი თბილისი”, „შპს იმპელ დეველოპმენტი”, „ავერსი-ფარმა” და „დიპლომატ ჯორჯია” წარმოადგენენ.

„მთავარ არხს” რეკლამისთვის 7-დან 500 ათასამდე ლარის ფარგლებში „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ”, „პსპ ფარმამ”; „ვისოლმა”, „დიპლომატ ჯორჯიამ”, „წყალი მარგებელმა”, „ავერსი ფარმამ”, „ჯი ემ ფარმასიუთიქალსმა”, „სელფი მობაილიმა”, „ვიმ ბილ დან საქართველომ” და „მაკდონალდსმა” გადაუხადეს.

ტელეკომპანია „ფორმულას” კი, რეკლამაში 7-დან 500 ათასამდე ლარს შემდეგი კომპანიები უხდიდნენ: „კოკა-კოლა ბოთლეს ჯორჯია”, „პსპ ფარმა”, „თიბისი ბანკი”, „შპს სი კორპორეიშენ22”, „თეგეტა მოტორსი”, „ავერსი-ფარმა”, „ჩინური მედიცინის ცენტრი”, „კ. ერისთავიის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი”, „საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს თბილისის ფილიალი” და „დიპლომატ ჯორჯია”.

„პოსტვ”-ის შემთხვევაში, ტოპ 10 რეკლამის დამკვეთი, რომელთა გადახდილი თანხაც 7-დან 500 ათასამდე მერყეობდა, „კავეა”, „კავკასუს ავტო სერვისი”, „ტიფლის ფაბი”, „სტერეო+”, „რესპუბლიკა”, „რძისამე”, „ფალავანი”, „ვისოლი”, ასევე, „გალფი” და „დიპლომატ ჯორჯია” იყვნენ.

ხოლო „ტელეკომპანია პირველს” რეკლამაში 7-დან 500 ათას ლარამდე „პსპ ფარმა”, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, „გალფი”, „კავეა”, „ჯინო პარკი”, „წყალი მარგებელი”, „ვენდისი”, „დანკინ დონათსი”, „დიპლომატ ჯორჯია” და „ვისოლი” უხდიდნენ.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათ მიერ 2023 წლის მესამე კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 25%-ით გაიზარდა და 1.7 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 90%-ზე მეტი პირდაპირმა რეკლამამ, 9%-ზე მეტი კი სპონსორობამ დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

 
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის