USD 2.6480
EUR 3.0200
RUB 3.5526
Тбилиси
ვინ ყიდულობს VTB BANK Georgia-ს? - BMG-ის ექსკლუზივი
дата:  1133

VTB BANK Georgia-ს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ყიდულობს. ამის შესახებ BMG-სთვის გახდა ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ დავით ხიდაშელი 2013 წლიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის AFK Sistema-ს ერთ-ერთ შვილობილ კომპანია Intracom Telecom-ს ხელმძღვანელობდა. ასევე ეკავა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი. ცნობილია ასევე, რომ მან მარტში გამართულ აუქციონზე “რიყის დოქები” 10 მილიონ ლარად შეისყიდა.

გარდა ამისა, მისი სახელი უკავშირდება რაჭაში ტყის მასივის იჯარით აღებას. კერძოდ, რამდენიმე თვის წინ ბიზნესმენმა ხიდაშელმა დაადასტურა, რომ მისმა კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ” რაჭაში 1,047 კვადრატული კილომეტრის ტყის მასივი, 1.1 მილიონ ლარად, 49-წლიანი იჯარით აიღო. აღნიშნული მასივი რაჭის ფართობის ერთი მესამედია. როგორც მაშინ გახდა ცნობილი, ბიზნესმენი ტყის მასივში საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის სანადირო მეურნეობის მოწყობას გეგმავს.

შეგახსენებთ, რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებიდან მალევე, საქართველოში VTB ბანკმა საკუთარი აქტივების უდიდესი ნაწილი გაასხვისა. კერძოდ, "ლიბერთი ბანკს" გადასცა SME პორტფელი და კლიენტთა ბაზა, ხოლო "ბაზის ბანკს" VTB ბანკის საცალო კლიენტები, ასევე საფილიალო ქსელი თბილისსა და რეგიონებში. ამ გარიგებების შედეგად, ბანკის აქტივები 1.6 მილიარდი ლარით, 500 მილიონ ლარამდე შემცირდა.

ამ დრომდე უცნობი იყო, ვინ იყიდდა “ვითიბის” ლიცენზიას და მასში დარჩენილ აქტივებს. როგორც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ BMG TV-ის ეთერში განაცხადა, VTB ბანკის გაყიდვა საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან შესაბამისობაში იქნება.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати