USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
Тбилиси
ვინ მართავს თეთრ სახლს? ჯო ბაიდენი დემოკრატიულ მსოფლიოში ლიდერობის კრიზისს აღრმავებს
дата:  

შვეიცარიის გერმანულენოვან გაზეთ „ნოიე ციუჰერ ცაიტუნგში“ (Neue Zürcher Zeitung) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვინ მართავს თეთრ სახლს? ჯო ბაიდენი დემოკრატიულ მსოფლიოში ლიდერობის კრიზისს აღრმავებს“ (ავტორი - ერიკ გუჯერი, გაზეთის მთავარი რედაქტორი), რომელშიც გაანალიზებულია აშშ-შის დემოკრატიულ პარტიაში შექმნილი ვითარება, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის კანდიდატობასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი ერთნაირად უვარგისნი იყვნენ თეთრ სახლში შესასვლელად, მაგრამ დღეს ჩვენ უფრო მეტი ვიცით: დონალდ ტრამპი ეგოისტური და არაპროგნოზირებადია, ჯო ბაიდენი კი - დაჩაჩანაკებული.

უვარგისობა-გამოუსადეგრობის შკალის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პოსტისათვის - აშშ-ის პრეზიდენტობისათვის - დაჩაჩანაკება და დაძაბუნება უფრო მძიმე შეფასებას წარმოადგენს, ანუ შეიძლება ითქვას, დონალდ ტრამპი სიცოცხლიუნარიანია და უფრო მეტიც - იგი თავის ჭკუაზეა და შეშლილი არ არის.

ჯო ბაიდენის შემთხვევაში იბადება სერიოზული კითხვა - ხომ არ არის იგი მარიონეტი თავისი გარემოცვის ხელში? ამერიკელები კამარილიას (მმართველის ახლო წრეს) კი არ ირჩევენ, არამედ ისეთ ლიდერს, როცა ყველა თანამდებობის ძალა ერთ ადამიანშია გაერთიანებული.

სიმბოლურად ეს ძალა კონცენტრირებულია ბირთვული იარაღის გამოყენების  უფლებაში, რადგან სწორედ პრეზიდენტია პასუხისმგებელი მისი გამოყენების მიზნით  გადაწყვეტილების მიღებაში. ეს პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, უფრო მეტია, ვიდრე ჯო ბაიდენის ფიზიკური და, თუ გნებავთ, გონებრივი შესაძლებლობები.

„არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს“

როგორც ამბობენ ხოლმე, „კაცმა ჭირი მალა, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალა“.  ჯო ბაიდენის გარემოცვა ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ პრეზიდენტის სისუსტეები დაემალა. დემოკრატებმა დიდი ძალისხმევა მოახმარეს იმას, ამომრჩეველი მოეტყუებინათ. ისინი პრეზიდენტის არცთუ კარგი ჯანმრთელობის შესახებ ყველა კითხვას უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ „ეს ყველაფერი რესპუბლიკელებისა და მათ მიერ მოსყიდული მასმედიის ჭუჭყიანი მეთოდებია და მანევრები, რომლებიც სინამდვილეს არ ასახავს“.

ვიდეორგოლებს, რომლებზეც ჯო ბაიდენი დეზორიენტირებული ჩანდა, თეთრი სახლი მანიპულაციებს უწოდებდა. კი, შეიძლება ბოროტგანზრახულად ორი-სამი ვიდეორგოლი დაამონტაჟო, მაგრამ ყველას ვერ გააყალბებ, თანაც პროფესიულ დონეზე სხვადასხვა ქვეყნების ტელეოპერატორების მიერ გადაღებულს. როდემდე უნდა დამალულიყო ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის არანორმალური მდგომარეობა? ტელედებატების დროს ყველაფერი ცხადი გახდა: ყველამ დაინახა, რომ „მეფე შიშველია“ და ჯებირიც გაირღვა.

ვინ მართავს სინამდვილეში თეთრ სახლს? ეს კითხვა ცოტა ხნის წინათ „შეთქმულების თეორიისათვის“ შეიძლებოდა მიგვეკუთვნებინა, ახლა კი დროული და გამართლებულია. ის გამოხატავს იმ კანონზომიერებას, რომელიც ყველა დასავლურ დემოკრატიაზე ვრცელდება: როგორც კი ესა თუ ის ხელისუფლება ზეწოლის ქვეშ ხვდება, იმ ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ოპონენტების დისკრედიტაციას მომაკვდინებელი არგუმენტის - „შეთქმულების (კონსპირაციული) თეორიის“ - დახმარებით.

გახსოვთ, ალბათ, რომ კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის ეპოქაში დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ საფრთხე გამოგონილია, უბრალოდ, ვიღაც-ვიღაცეებს ვაქცინებით გამდიდრება სურთო, მოგვიანებით კი „ურწმუნო თომები“ დარწმუნდნენ, რომ კოვიდი მართლაც სახიფათო იყო.

ამჟამად თეთრი სახლი თავისებურ „უხანისშემდგომ“ პერიოდშია მოქცეული - ფარდა ეხდება სინამდვილეს, რითაც ამერიკული დემოკრატია ზიანდება და მისი დონე ქვეითდება. ეს არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დიდი შეცდომა და მავნეა არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც. ჯო ბაიდენი (ან ის, ვისაც ხელში ძაფები უჭირავს) ვაშინგტონის პოლიტიკის მიმართ ნდობის ფაქტორს არღვევს.

ისეთი პოლიტიკოსებისათვის, როგორსაც ვლადიმერ პუტინი წარმოადგენს, ჯო ბაიდენის მდგომარეობა ნამდვილი ზეიმი გახდება და იმის დადასტურება, რომ რუსების მმართველობის სისტემა უკეთესია. ბოლო დრომდე მმართველობის გაუმჭვირვალობა და გერონტოკრატიული სახე საბჭოთა კავშირისა და სხვა დიქტატურების  განმასხვავებელ ნიშნებს წარმოადგენდა. ავტორიტარულ რეჟიმებს უყვართ დასავლური დემოკრატიების წარმოსახვა დეკადენტურად და სუსტად, რომლებსაც მტკიცე გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ. ამის საპირისპიროდ ისინი პროპაგანდას უწევენ ძლიერი ლიდერის კულტს. ამჟამად მათ ხელში სწორედ საუკეთესო თვალსაჩინო და ილუსტრირებული მასალა აღმოჩნდა.

რესპუბლიკელებს ბრალს სდებენ იმაში, რომ ისინი დონალდ ტრამპს ჩაბარდნენ და მისი მორჩილები გახდნენ. ამიტომაც ევროპაში რესპუბლიკელებს „ცუდი ბიჭების“ სახელი აქვთ გავარდნილი, დემოკრატები კი „კარგი ბიჭების“ რეპუტაციით სარგებლობენ. ახლა ცხადი ხდება, რომ დემოკრატებიც საკუთარი თავის მძევლები გახდნენ. ისინი წინააღმდეგობას ვერ უწევენ ერთი ადამიანის ამბიციებს და არაფრით უკეთესები არ არიან დონალდ ტრამპის მომხრე რესპუბლიკელებზე. ამერიკელი დემოკრატები და მათი ევროპელი მიმდევრები თავიანთ თავს უფლებას აძლევენ „მორალურად გამართლებული“ ტყუილები გაავრცელონ.

როცა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე იტალიაში საგანგაშო კადრები გამოვლინდა, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აშშ-ის პრეზიდენტს იცავდა როგორც ადამიანს, „რომელიც ძალიან მკაფიოდ და ნათლად გრძნობს იმას, რასაც აკეთებს“. არადა, დღეს მსოფლიოსათვის უკვე ცნობილია, რომ კანცლერის ნათქვამი თურმე რეალურობის ლიბერალურ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა.

სიცრუე კეთილი მიზნის მისაღწევად ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მემარჯვენე პოლიტიკოსების წარმოჩენა - ისეთების, როგორიც დონალდ ტრამპია და ისეთი პარტიების, როგორსაც „ალტერნატივა გერმანიისათვის’ წარმოადგენს. აშკარაა, რომ დემოკრატების მხრიდან წარმოებული „მემარჯვენეებთან ბრძოლა“ ბევრ მომენტს ამართლებს, თუმცა იმავდროულად მათი ასეთი მოქმედება ეხმარება იმ ძალებს, რომელთა დათრგუნვას ისინი ცდილობენ. ამიტომაც აქვს „ტყუილს მოკლე ფეხები“ - ისე, როგორც ჯო ბაიდენს. ამომრჩევლებს უყალიბდებათ თავიანთი აზრი და გრძნობენ, რომ მათ აკონტროლებენ ან წინასწარგანზრახულად ატყუებენ. ასეთ დროს ისინი უფრო მეტად აძლევენ ხმას ოპოზიციურ პარტიებს. ფსიქოლოგიაში ამას „ქმედებისადმი  ანტიქმედებას“ უწოდებენ. ანუ ის, ვინც გრძნობს ზეწოლას, ცდილობს თავისუფლების დაკარგვის კომპენსირება საპასუხო მოქმედებით განახორციელოს.

მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანების“ მნიშვნელოვანი წარმატება საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში და ევროპარლამენტის არჩევნებში (ასევე „ალტერნატივა გერმანიისათვის“ პოზიტიური შედეგები) იმას აჩვენებს, თუ რა შეუძლია პოლიტიკაში ასეთ ანტიქმედებას. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ დღეს დონალდ ტრამპი თითქმის ძლევამოსილი და დაუმარცხებელი პოლიტიკოსის შარავანდედს იკეთებს. დემოკრატები იხვეჭენ იმას, რაც დაიმსახურეს თავიანთი მოქმედებით. ახლა მაინც მიხვდებიან, რომ კარგი მიზნის მისაღწევად ყველანაირი საშუალებების გამოყენება არ ამართლებს.

მსოფლიო „ნაკერებზე ირღვევა“, დასავლეთი კი...

ამერიკა, საფრანგეთი და გერმანია - „თავისუფალი სამყაროს“ სამი საყრდენი, როგორც მათ სამართლიანად უწოდებდნენ ცივი ომის დროს, დღეს ლიდერობის კრიზისში იმყოფებიან. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და „რელსებიდან გადავარდნილი“ ახლო აღმოსავლეთის პირობებში ვაშინგტონი, პარიზი და ბერლინი უუნარობას ამჟღავნებენ. შესაბამისად, ეს „სნეულება“ მთელ მსოფლიოში ვრცელდება: ეს იმიტომ ხდება, რომ ამ ქვეყნების ზედაფენებს თავიანთი საზოგადოების პრობლემების მოგვარების ძალა აღარ აქვთ. ამის ნაცვლად ისინი ცდილობენ ნებისმიერი ფასით არ დაუშვან ხელისუფლებაში ყველაზე ხმაურიანი კრიტიკოსები. და თუ ისინი მაინც მიაღწევენ პოსტების დაკავებას და პირველ წარმატებასაც იზეიმებენ - ისევე როგორც არგენტინის პრეზიდენტმა ჰავიერ მილეიმ ინფლაციასთან ბრძოლაში - მაშინ მათ სიძულვილი უსაზღვრო ხდება. 

გერმანიაში ვიზიტის დროს გერმანულმა სახელმწიფო ტელერადიოკომპანია „არდ“-მა (ARD) ჰავიერ მილეი ულტრამემარჯვენედ შერაცხა, ავტორიტარად და უაზრო გმირად. იმ დროს როცა ოლაფ შოლცი ჯო ბაიდენს მხარს უჭერდა (რომელმაც ამერიკულ საზოგადოებაში განხეთქილება გააჩინა), მან ჰავიერ მილეის ურჩია, რომ მეტი ეზრუნა არგენტინული საზოგადოების გაერთიანებაზე, რომელიც „მისი რეფორმების გამო ორ დაპირისპირებულ ბანაკად არის გაყოფილი“. ეს ერთგვარ ირონიას მიანიშნებს. ასეთი ორმაგი სტანდარტები პოლიტიკოსების მიმართ ნდობას ზიანს აყენებს. ფასეულობები და პრინციპები, რომლებითაც ადამიანები სამართლიანად ამაყობენ, ცვალებადები ხდებიან.

აშკარაა, რომ ამერიკელმა დემოკრატებმა შეცდომა დაუშვეს, როცა თავიდანვე ბრმად დაიჯერეს, რომ ჯო ბაიდენი ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც დონალდ ტრამპის დამარცხება შეუძლია. ახლა კი „სატანა“ (ასე უწოდებენ დემოკრატები დონალდ ტრამპს) მეორე ვადით მოსვლით იმუქრება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დემოკრატები თავიანთ კანდიდატს ვინმეთი ჩაანაცვლებენ, მას გამარჯვების შანსები თითქმის არ  ექნება. წინასაარჩევნო კამპანიის კორექტირება ძალიან რთული საქმეა.

არასაკმარისია დემოკრატებს შორის ისეთი ვინმეს მოძებნა, რომელიც ჯო ბაიდენისაგან განსხვავებით, დონალდ ტრამპს არგუმენტირებულად და ჭკვიანურად გააკრიტიკებს. მმართველმა პარტიამ იმ დადებითის დემონსტრირებაც უნდა მოახდინოს, რასაც მიაღწია და თავისი კურსის გაგრძელებისთვის ამომრჩევლების მხარდაჭერა მოიპოვოს. დემოკრატებმა უნდა მიაღწიონ იმას, რომ მემარჯვენე და მემარცხენე ნაციონალისტები  [რესპუბლიკელთა კანდიდატის] წინააღმდეგ გამოვიდნენ. სწორედ ამაშია დემოკრატიის უპირატესობა.

წყარო: https://www.nzz.ch/meinung/biden-macron-und-scholz-die-fuehrungskrise-der-freien-welt-ld.183799

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати