USD 2.7456
EUR 3.1012
RUB 3.3356
Тбилиси
ვინ იყვნენ ალესილი კეპები სინამდვილეში?
дата:  3583

ბრიტანული განგსტერული საგა, რომელშიც მოვლენები 1919 წელს, პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ბირმინგემში ვითარდება. სილიან მერფი განასახიერებს ტომას შელბის, ყველაზე გავლენიანი ადგილობრივი ბანდის ლიდერს.

განგსტერების ჯგუფი, რომლის ისტორიებზეცაა დაფუძნებული BBC-ის ცნობილი სერიალი "ალესილი კეპები", რეალურად ურბანული ახალგაზრდული დაჯგუფება იყო ლონდონში, ბირმინგემში, ადრეულ 19-ე საუკუნეში ნამდვილი "ალესილი კეპები" არსებობდნენ დაახლოებით 1890 - იან წლებში, თუმცა სერიალი გადაღებულია პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის 1920- იანი წლების "ალესილი კეპების" შესახებ, თუმცა რეალურმა დაჯგუფებამ 1920 წლამდე ვერ იარსება.

დაჯგუფების წევრების მეგობარ გოგოებსაც ასევე ჰქონდათ განსაკუთრებული ჩაცმულობა, რაც მათ სხვებისგან გამოარჩევდათ.

საიდან მოდის სახელი "ალესილი კეპები"? როგორც შემდგომ, პროფესორი ჩინის წიგნში ვკითხულობთ, მათი სახელი მომდინარეობს მითიდან, რომ დაჯგუფების წევრებს , მათ ფართო სტილის კეპებში, ჩამაგრებული ჰქონდათ სამართებელი.

Image placeholder

ეს მითი მოგვითხრობს, რომ ამ კეპებით სიცოცხლეს გამოსალმებული ადამინების სისხლი, განგსტერებს თვალთახედვას უზღუდავდა, რადგან კეპიდან სისხლი მთელს სახეზე მოედინებოდა როგორ გახდა ცნობილი "ალესილი კეპების" შესახებ?
 
პროფესორი კარლ ჩინი, ბრიტანელი მეცნიერი, 1980 იან წლებში მუშაობდა კრიმინალური ბანდის " ალესილი კეპების" საქმეზე და დაწერა წიგნი სახელად " რეალური ალესილი კეპები".
 
ამ წიგნმა მას საკმაოდ დიდი წარმატება მოუტანა.
 
პროფესორი ჩინი ამბობს: "ჩემი წიგნი არ შეეხება სერიალს, არამედ ის დაწერილია იმ რეალურ ადამიანებზე რომლებიც დგანან ამ სერიალის უკან. მათი ისტორიაც ისევე დრამატული, მძაფრი და სისხლიანია როგორც ეს სერიალშია მოთხრობილი.
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати