USD 2.8746
EUR 3.0252
RUB 2.7011
Тбилиси
ვინ იყო ქართველი ექიმი, რომელიც რუსეთმა მენდელეევის გვერდით დაკრძალა?
дата:  820
იუსტინე ჯანელიძე - ეს ლეგენდარული პიროვნება შესულია მსოფლიოს ყველა ენციკლოპედიასა და თანამედროვე სახელმძღვანელოში, როგორც პირველი ქირურგი, რომელმაც ოპერაცია მუშა გულზე გააკეთა,
მსოფლიო კარდიოქირურგიის ერთ-ერთი პიონერი, ლეგენდარული ქირურგი, აკადემიკოსი, მედიცინის სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი, სოციალისტური შრომის გმირი იუსტინე ჯანელიძე – მან, 30 წლის ქირურგმა, 1913 წელს, პირველმა დედამიწის ზურგზე, შეძლო გულში ტყვიით დაჭრილი და აორტაგაგლეჯილი ადამიანის გადარჩენა!
„ეს ის გაბედული წარსულია, რომლის მხრებზეც ვდგავართ ჩვენ, დღევანდელი მოღვაწეობის კარდიოქირურგები, ახალი ათასწლეულის გამოწვევათა მიჯნაზე“, – ასე მოიხსენებს ამ ოპერაციას შემდეგ, 2000 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში აშშ-ის ჰიუსტონის გულის ინსტიტუტი.
და ის უნიკალური ოპერაცია მხოლოდ დასაწყისი იყო…
დაიბადა 1883 წლის 2 აგვისტოს, სამტრედიაში. 1903 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია.
ჩააბარა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, სამედიცინო განათლების მიღება შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში დაასრულა და იქვე 1909 წელს ფრანგულ ენაზე დაიცვა დისერტაცია.
1910 წელს რუსეთში დაბრუნდა და ლენინგრადში დაიწყო მოღვაწეობა.
სრულყოფილად ფლობდა ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ენებს.
1932 წელს დააარსა ლენინგრადის სასწრაფო დახმარების ინსტიტუტი, რომელიც 1950 წლიდან მის სახელს ატარებს, დღესაც მუშაობს და ყველაზე დიდია რუსეთის ფედერაციაში.
სანკტ-პეტერბურგის სამედიცინო ინსტიტუტში დღესაც გაიცემა იუსტინე ჯანელიძის სახელობის ორი სტიპენდია.
მეორე მსოფლიო ომის დროს იუსტინე ჯანელიძე იყო სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარი ქირურგი. მინიჭებული ჰქონდა საბჭოთა კავშირში იმ დროს არსებული ყველა საპატიო წოდება და ჯილდო, იყო საბჭოთა კავშირის ქირურგთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. არ ყოფილა ქირურგიის არცერთი განშტოება, სადაც მას არ ეთქვას თავისი ნოვატორული სიტყვა.
გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მის საპატივცემულოდ 50-მდე სამედიცინო მანიპულაციას დღესაც ჯანელიძის სახელი ეწოდება, როგორც აღმომჩენისა და პრაქტიკაში დამნერგავის.
უდიდეს ჰუმანისტს ყოველთვის პრიორიტეტად ჰყავდა პაციენტი, რომლისთვისაც არანაირ სამედიცინო მანიპულაციას არ უნდა მიეყენებინა ტანჯვა.
ექიმი იუსტინე ჯანელიძე მოწაფეებთან
როგორც მისი ერთ-ერთი მოწაფე, აკადემიკოსი გიორგი ზედგენიძე იხსენებდა, ჯანელიძე, რომელიც უდიდესი პედაგოგი იყო, ვერ იტანდა უღირს საქციელს. ამასთან დაკავშირებით ბატონი გიორგი იხსენებს, როგორ გაათავისუფლა ჯანელიძემ სამსახურიდან ერთ-ერთი თავის მოწაფეთაგანი, რომელმაც საგაზეთო სტატიაში უარყო საკუთარი მამა იმიტომ რომ ,იგი მღვდელი იყო: „თქვენ დღეს არ დაინდეთ და უარყავით საკუთარი მამა, ვინც თქვენ გაგზარდათ და მოგიარათ. ხვალ თქვენ შეიძლება უარმყოთ მეც, თქვენი მასწავლებელი, შემდეგ საკუთარი სამშობლოც… მე და თქვენ ერთად ვეღარ ვიმუშავებთ…“
ვერ იტანდა მაამებლობას. ეს კარგად ჩანს ერთი ფაქტიდან, რომელმაც კინაღამ შეცვალა მისი ცხოვრება და ასეც მოხდებოდა, რომ არა მისი ნიჭი და უდიდესი მსოფლიო ავტორიტეტი.
კერძოდ კი, პროფესორი ჯანელიძე მეიოს ფონდის მიწვევით სამი თვით აშშ-ში მივლინებით იმყოფებოდა. იქიდან დაბრუნებულმა შემაჯამებელ სხდომაზე გამოსვლისას გულწრფელად აღიარა – 100 წლით ჩამოვრჩებით ამერიკის შეერთებულ შტატებსო. ამ სიტყვებისთვის მაშინ დასაჯეს იმით, რომ ოპერაციების გაკეთება აუკრძალეს და მხოლოდ საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება დაუტოვეს.
ამ ამბიდან 6 თვის შემდეგ სტალინის საყვარელ ქალიშვილს სვეტლანას დახმარება დასჭირდა. გოგონას მუცლის ტკივლები დაეწყო და ზუსტად ვერავინ ამბობდა მიზეზს. ბოლოს, სტალინის მოთხოვნით, ჯანელიძე მიიწვიეს. აპენდიციტი – უყოყმანოდ დასვა დიაგნოზი პროფესორმა ჯანელიძემ და ოპერაციაც გააკეთა. ამის შემდეგ ლეგენდარულ ქირურგს კვლავ დართეს საქმიანობის ნება.
ამბობენ, გაბედული კაცი იყოო. უპარტიოს ვერცერთ თანამდებობაზე ყოფნისას ვერ გაუბედეს პარტიაში შესვლის შეთავაზება.
1947 წელს, რკინის ფარდის ჩამოშვების მიუხედავად, იუსტინე ჯანელიძე აირჩიეს საფრანგეთის ქირურგთა საზოგადოების საპატიო წევრად, ევროპის ქირურგთა საერთაშორისო ასოციაციის ნამდვილ წევრად.
ხოლო ამერიკამ 2000 წელსაც კი გაიხსენა ჯანელიძის ღვაწლი მსოფლიო კარდიოქირურგიის ისტორიაში.
მისი ოჯახის წევრი, ექიმი ცინუკი ჯანელიძე ლეგენდარული ბიძისადმი მიძღვნილ წიგნში წერს:„პრინციპულობითა და პირდაპირობით გამორჩეული ქართველი კაცი, რომელიც არასოდეს ჩამდგარა კომუნისტური პარტიის სამსახურში, პრაგმატულად მოაზროვნე მთავრობამ, იმდროინდელი ლენინგრადის ინტელიგენციამ და, რაც მთავარია, თითქმის მთელი ქალაქის მოსახლეობამ, 7 კმ-მდე გადაჭიმულმა სამგლოვიარო პროცესიამ 1950 წლის 17 იანვარს ლენინგრადის ვოლკოვის მემორიალურ სასაფლაოზე ფეხით მიაცილა და მენდელეევსა და პიროგოვს შორის მიაბარა მიწას“.
бизнес
"BM.GE": დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ახალ რეგულაციაზე

დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.

- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?

- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.

- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?

- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.

- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?

- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.

- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?

- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.

წყარო:https://bm.ge/

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати