USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ვინ იყო პირველი მონათმფლობელი ამერიკაში
дата:  3702

აფრიკაში თეთრების შესვლამდე, ისტორიას ახსოვს უამრავი ფაქტი, როდესაც აფრიკული ტომები და განსაკუთრებით მეკობრეები იტაცებდნენ და იმონებდნენ ევროპელებს. ასევე არაბებიც დიდი მასშტაბებით იმონებდნენ თეთრკანიან ევროპელებს, ხოლო ოსმალეთის იმპერია, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი მასშტაბებით ეწეოდა მონათმფლობელობას, განსაკუთრებით თეთრკანიანების დამონებას (მათ შორის ქართველებისაც). თუმცა მონათმფლობელობისთვის დანაშაულის გრძნობას დღეს მხოლოდ თეთრკანიანებს უნერგავენ და მხოლოდ მათ სთხოვენ პასუხს ამისთვის, უმეტესწილად ისევ ტვინგამორეცხილი თეთრკანიანები. თეთრებს არ მოუგონიათ მონობა, თეთრებმა ის გააუქმეს მსოლიო მასშტაბით. როგორც უილიამ პირსი წერდა: "დღევანდელ თეთრკანიანებს იმდენად ეშინიათ რასისტის სტატუსის აკიდების და თავის იაფფასიან გარემოცვაში საკუთარი ადგილის დაკარგვის, რომ მათგან ნაკლებად უნდა ველოდეთ რაციონალურ აზროვნებას".

რაც შეეხება ამერიკას: ვინ იყო პირველი მონათმფლობელი ამერიკაში?

პირველი მონათმფლობელი, რომელმაც დააკანონა მონობა ამერიკაში, იყო შავკანიანი ენტონი ჯონსონი.
1619 წელს, როდესაც ის მოხვდა ჯეიმსთაუნში, მას ეძახდნენ ანტონიოს ანგოლიდან. ის ჯგუფთან ერთად მოიყვანა ვინმე დანიელმა და მსახურად მიყიდა კოლონისტ ნათანიელ ლითლთონს. კოლონიას ესაჭიროებოდა მუშახელი და ადგილობრივები ხშირად ყიდულობდნენ მსახურებს, ისევე როგორც ევროპიდან, ასევე აფრიკიდან.

მაგრამ იმ დროს აქ არ იყო სამუდამო კაბალური სამსახური და არც მონობა. ასეთი მსახურები იღებდნენ ანაზღაურებას საკუთარი შრომისთვის და 7-10 წლის სამსახურის შემდეგ ხდებოდნენ თავისუფალი ადამიანები და მიწის ნაკვეთსაც კი იღებდნენ გაწეული სამსახურისთვის. ასე მოხდა ანტონიოს შემთხვევაშიც, 1635 წელს ის გახდა თავისუფალი ადამიანი.

ანტონიომ სახელი შეიცვალა და გახდა ენტონი ჯონსონი. ის დაქორწინდა და წყვილს ეყოლა შვილი, რომელსაც ვილი დაარქვეს. როგორც ჩანს ენტონის საქმეები არც ისე ურიგოდ მიდიოდა. 1651 წელს ვირჯინიის კოლონიის ხელისუფლების მიერ მიღებული კანონის თანახმად, ენტონის გადაეცა 250 აკრი მიწა - 50 აკრი ყოველ ახალ მოსამსახურეზე. ამ დროს ენტონიმ შეძლო საკუთარი მოსამსახურეების ყიდვა, როგორც შავკანიანების, ასევე თეთრების. ენტონი გახდა 5 "კაბალური მსახურის" მფლობელი. მის გვერდით ნაკვეთებს ფლობდნენ მისი ნათესავები ჯონ და რიჩარდ ჯონსონები. ჯონს 11 მსახური და 550 აკრი მიწა გააჩნდა, რიჩარდს 2 კაბალური მსახური და 100 აკრი მიწა. მაგრამ ყველაზე საინტერესო მოვლენები შემდგომში განვითარდა...

1654 წელს ენტონიმ სასამართლოში სარჩელი შეიტანა თეთრკანიანი მეზობლის წინააღმდეგ, რომელთანაც გაიქცა მისი კაბალური მსახური შავკანიანი ჯონ კაიზორი. კაიზორი ამტკიდებდა, რომ ენტონიმ ის დაიტოვა 7 წლით უფრო მეტ ხანს, ვიდრე ეს მიღებულია შტატის კანონით და ასევე აღნიშნა მისი არაადამიანური დამოკიდებულება მსახურების მიმართ. იმ დროს ეს იყო ჩვეულებრივი ბრალდება, რომელსაც მსახურები უყენებდნენ მფლობელებს და როგორც წესი სასამართლო მსახურების მხარეს იკავებდა.

ენტონი მიხვდა, რომ სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს მსახურის ვადაზე დიდ ხანს დატოვების გამო და გადაწყვიტა სარჩელი შეეტანა თეთრი პლანტატორის რობერტ პარკერის წინააღმდეგ, რომელმაც შეიფარა გამოქცეული შავკანიანი და ამტკიცებდა, რომ ის თავისუფალი ადამიანი იყო. ენტონიმ მოახერხა და სასამართლოზე დაამტკიცა, რომ მას სამუდამოდ ეკუთვნის შავკანიანი კაიზორი, როგორც ქონება. სწორედ ის გახდა პლანტაციური მონობის "მამა" ამერიკაში...

საჭიროა აღიარება, რომ ისეა თუ ასეა მონობას მაინც საფუძვლად ედო მოგება, ხოლო რასობრივი თეორიები დიდი ხნის შემდეგ წამოიწია წინა პლანზე.

სწორედ ამიტომ მონათმფლობელებს შორის აღმოჩნდა ამდენი შავკანიანი. განსაკუთრებით დიდი მათი რიცხვი ახალ ორლეანში იყო.
1830 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით სამხრეთ კაროლინაში, ლუიზიანაში, ვირჯინიაში და მერილენდში შავკანიანი მონათმფლობელების დაქვემდებარებაში იყო 10 000 მონა. ამავე აღწერის მიხედვით თეთრკანიანი მოხალისეების პროცენტული წილი 5-7% შეადგენდა, ხოლო შავკანიანების 25-30%.
1859 წელს იბერვილში(შტატი ლუიზიანა) ყველაზე შეძლებული მონათმფლობელი იყო ორი შავკანიანი - ავგუსტ დიუბუკლე(94 მონდა და 1200 აკრი მიწა) და ანტუან დეკიური(112 მონდა და 1000 აკრი მიწა). სამხრეთ კაროლინაში ოფიციალურად დარეგისტრირებულია შემთხვევა, როდესაც შავკანიანმა ჯეიკობ გაკსენმა საკუთარი მოხუცი მამა გაყიდა სამხრეთში.
როდესაც ვსაუბრობთ აშშ-ზე, არ უნდა გამოგვრჩეს ყველასგან დავიწყებული ირლანდიელი მონები, რომლების ასევე დიდი მასშტაბით დაიმონეს. ირლანდიელ მონებზე მეტად ზანგ მონებზე საუბარია პრიორიტეტული, როდესაც ირლანდიელებით იამაიკელი მონათმფლობელებიც ვაჭრობდნენ. ალბათ ეს იმიტომ ხდება, რომ ირლანდიელები როგორც კულტურული და განვითარებული ერი უარს ამბობს ისაუბროს მუდმივად წარსულზე, რასაც ვერ ვიტყვით ზანგებზე, რომლებიც 200 წელია საუბრობენ მონობაზე. ირლანდიელების მონობის ისტორიას ვერ შეხვდებით ისტორიული სახელმძღვანელოების უმრავლესობაში, რადგან "მონობას მხოლოდ შავკანიანები ემსხვერპლნენ" და "ევროპელებმა პასუხი უნდა აგონ იმის გამო, რაც აფრიკის კონტინენტს დამართეს". იღებენ ფილმებს და წერენ წიგნებს მხოლოდ შავკანიანების ტანჯულ მონურ ყოფაზე, მაშინ როცა ირლანდიელების ისტორია ყველას ავიწყდება. თანამედროვეთა ფარისევლობა იმ დონემდე მივიდა, რომ ისტორიასაც კი აყალბებენ და არ აღიარებენ იმ ფაქტს, რომ აფრიკელების 90% მონად საკუთარმა თანამემამულეებმა გაყიდეს.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати