USD 2.7321
EUR 3.1564
RUB 3.4510
თბილისი
ვინ იქნებიან საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე - წილისყრის შედეგები ცნობილია
თარიღი:  567

კატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც 2027 წელს კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს,  საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა გაიმართა. ევროპის 32 ნაკრები 8 კალათაში განაწილდა, საიდანაც 24 საუკეთესო მეორე ეტაპზე გადაინაცვლებს და საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 საუკეთესო გავა.

საქართველო მოხვდა A ჯგუფში ესპანეთთან და 2 ნაკრებთან, რომელთა ვინაობაც მომავალ აგვისტოში გაირკვევა. ეს გახლავთ იმ გუნდების საკვალიფიკაციო ტურნირი, რომლებიც ევრობასკეტ 2025-ზე ვერ მოხვდნენ და შესაბამისად, მსოფლიოს საკვალიფიკაციოზე მოხვედრა ვერ გაინაღდეს. ანუ ევრობასკეტის 24 მონაწილე ავტომატურად მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე, ხოლო დანარჩენი 8 ადგილი წინა-საკვალიფიკაციო ტურნირის საუკეთესოებისთვისაა. 

წინა-საკვალიფიკაციო ტურნირში ეს 12 ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც ევრობასკეტზე არ არიან:
A სლოვაკეთი, შვეიცარია, უკრაინა
B ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, უნგრეთი
C ნიდერლანდები, ავსტრია, ბულგარეთი
D დანია, ნორვეგია, ხორვატია

ეს 12 ნაკრები აგვისტოში საკვალიფიკაციო ტურნირს ითამაშებს და 8 საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ეტაპის საგზურებს მოიპოვებს. თან ისე, რომ პირდაპირ, დღევანდელი წილისყრის შედეგად შედგენილ ჯგუფებში ჩასხდებიან. ჩვენ, რა თქმა უნდა, საქართველოს ამბავი გვაინტერესებს და ვიტყვით, რომ მსოფლიოს საკვალიფიკაციოს A ჯგუფში საქართველოსა და ესპანეთთან ერთად ითამაშებენ წინა-საკვალიფიკაციო ტურნირის A ჯგუფის (სლოვაკეთი, შვეიცარია, უკრაინა) გამარჯვებული და D ჯგუფის (დანია, ნორვეგია, ხორვატია) მეორეადგილოსანი.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი 2025 წლის ნოემბერში დაიწყება. თითოეული (8) ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3-3 საუკეთესო გადაინაცვლებს. ეს 24 კვალიფიცირებული ნაკრები 2026 წლის აგვისტოში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს და 2027 წლის თებერვალში 12 საუკეთესოს გამოავლენს, რომლებიც მუნდიალზე გავლენ. 

ცნობილია დაწყვილებული ჯგუფებიც, რომელთა 3-3 საუკეთესოც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში გაერთიანდება. პირველი საკვალიფიკაციოდან გასულ გუნდებს ერთმანეთთან ნაჩვენები შედეგები მეორე ეტაპზე გადაყვებათ და დაუპირისპირდებიან მეწყვილე ჯგუფის 3 საუკეთესოს. ანუ ჩვენი ჯგუფის 3 საუკეთესო გაერთიანდება B ჯგუფის 3 საუკეთესოთან და ამ 6 ნაკრებიდან 3 საუკეთესო მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს. B ჯგუფში არიან: საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია და ჩრდ.მაკედონია/უნგრეთი/რუმინეთის საკვალიფიკაციოდან გამარჯვებული. 

უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, გავიხსენებთ წინა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციოს, რომელიც ახლანდელის ანალოგიურია და რომელიც საქართველომ 2021-2023 წლებში წარმატებით დაძლია და მუნდიალზე არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა. 

2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო მოხვდა ჯგუფში უკრაინასთან, ესპანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად, სადაც 4 მოგებითა და 2 მარცხით მე-2 ადგილი დაიკავა. ჯგუფში პირველ ადგილზე გასულ ესპანეთთან და მესამეადგილოსან უკრაინასთან ერთად საქართველო მეორე ეტაპზე გავიდა და მეწყვილე ჯგუფიდან მეტოქეებად იტალია, ისლანდია და ნიდერლანდები ერგო. მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველომ 3 თამაში მოიგო (2 ნიდერლანდებთან და 1 ისლანდიასთან) და იტალია-ესპანეთთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა.

ცნობილია კალენდარიც: 

27 ნოემბერი, 2025
საქართველო VS უკრაინა/შვეიცარია/სლოვაკეთი
30 ნოემბერი
ესპანეთი VS საქართველო

27 თებერვალი, 2026
ხორვატია/დანია/ნორვეგია VS საქართველო
2 მარტი
საქართველო VS ხორვატია/დანია/ნორვეგია

2 ივლისი
უკრაინა/შვეიცარია/სლოვაკეთი VS საქართველო
5 ივლისი 
საქართველო VS ესპანეთი

მსოფლიო
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის