USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
Тбилиси
ვინ და როგორ თვლის საშუალო ხელფასს საქართველოში
дата:  950

საქართველოში საშუალო ხელფასის მაჩვენებელი მუდმივად განხილვის საგანია, რადგან ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემები მათ ფინანსურ მდგომარეობასთან თანხვედრაში ვერ მოდის.

უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ საშუალო ხელფასის მაჩვენებელი საკმაოდ აღემატება ქვეყანაში არსებული ხელფასების დონეს. ამ სტატიაში საშუალო ნომინალური ხელფასის გაანგარიშების მეთოდოლოგიაზე მოგიყვებით და გაჩვენებთ იმას, თუ როგორ ითვლიან საქართველოში ამ მაჩვენებელს.

საშუალო ნომინალური ხელფასი წლების მიხედვით (ლარი)

ფოტო: საქსტატი

საშუალო ნომინალური ხელფასის მაჩვენებელს საქართველოში სტატისტიკის ეროვნული სამსახური ითვლის. ამ მონაცემის გაანგარიშების მეთოდოლოგია საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

საშუალო ხელფასის გაანგარიშებისას საქსტატი საშუალო არითმეტიკულს იყენებს და დასაქმებულთა ხელფასების ჯამს მათ საერთო რიცხოვნობაზე ყოფს.

მაგალითად: ვთქვათ, რომ ქვეყანაში სულ სამი ადამიანია დასაქმებული და მათი სახელფასო შემოსავალი ამგვარია — 100 ლარი, 3 000 ლარი, 500 ლარი; შესაბამისად, საშუალო არითმეტიკულის პრინციპით გამოთვლილი საშუალო ხელფასი თითოეული დასაქმებულის ანაზღაურების ჯამი და მათ რაოდენობაზე, 3-ზე განაყოფი იქნება: (100+3 000+500)/3=1 200 ლარი.

აღსანიშნავია, რომ საშუალო ხელფასის გაანგარიშებაში მხოლოდ დაქირავებული პირები არიან ჩართულნი, ანუ ისინი, რომლებსაც ხელფასი ერიცხებათ. შესაბამისად, გაანგარიშება არ ითვალისწინებს თვითდასაქმებულებს და მათ შემოსავლებს.

გაანგარიშებისას გამოყენებული ხელფასის მოცულობა, ძირითად ხელფასთან ერთად, მოიცავს პრემიებს, დანამატებს და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის მიღებულ დამატებით ანაზღაურებას.

სტატისტიკის სამსახური ინფორმაციის წყაროდ საწარმოთა და ორგანიზაციათა გამოკვლევას იყენებს, რომლის ფარგლებშიც, 15 ათასზე მეტი დაწესებულებიდან ყოველკვარტალურად გროვდება შესაბამისი მონაცემები. გამოკვლევა ფარავს როგორც ბიზნესსექტორს, ისე არაკომერციულ დაწესებულებებს, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს.

ხაზგასასმელია, რომ საშუალო ხელფასის მაჩვენებელი მოიცავს საშემოსავლო გადასახადსაც, შესაბამისად, ითვლება დარიცხული თანხა. ამასთან, საშუალო ხელფასი განსხვავდება საშუალო თვიური შემოსავლების მონაცემისგან, რადგან ამ უკანასკნელის გაანგარიშებისას მთლიან შემოსავლებს მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან აფარდებენ, ხოლო საშუალო ხელფასის დათვლისას მხოლოდ დაქირავებულთა რიცხოვნობას ითვალისწინებენ.

საქსტატი საშუალო ხელფასის მაჩვენებელს რამდენიმე ათეული წელია ანგარიშობს. მისი მოცულობა ეროვნულ ვალუტაში ყოველწლიურად მზარდია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემი მნიშვნელოვნად განსხვავებულია დარგობრივ და სქესობრივ ჭრილში.

წყარო:on.ge

мир
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати