USD 2.6229
EUR 3.0260
RUB 3.2340
თბილისი
ვინ და რა პირობით კვეთს ენგურის ხიდს
თარიღი:  1623

აფხაზეთ-სამეგრელოს „საზღვარზე“ ერთი წლის წინ პანდემიის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქების შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლის მხრიდან პირველი კომენტარი გაკეთდა. ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილემ და ე.წ. სასაზღვრო განყოფილების ხელმძღვანელმა რუსტამ ლატიპოვმა „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში ისაუბრა ენგურის ხიდის „გამშვები პუნქტის“ მუშაობის რეჟიმზე. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

როგორც რუსტამ ლატიპოვი აცხადებს, „საზღვრის“ ჩაკეტვით მოქალაქეების მხრიდან „კანონდარღვევის“ ფაქტები გაიზარდა და მარტო იანვარ-თებერვალში საოუპაციო ხაზის უკანონო კვეთის 1000 შემთხვევა დაფიქსირდა. ის ირწმუნება, რომ ენგურის ხიდზე გადაადგილების აკრძალვის შემსუბუექბა სწორედ ამიტომაც მოხდა. ლატიპოვი ასევე აღნიშნავს, რომ ეს იყო მოქალაქეების მოთხოვნაც.

მისი სიტყვებით, ენგურის ხიდი პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვებით მუშაობს. კერძოდ კი „საზღვრის“ კვეთის უფლებით სარგებლობენ გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები – ესენი არიან გალის რაიონის მაცხოვრებლები, რომლებსაც აქვთ აფხაზეთში „ბინადრობის ნებართვა“ და რეგისტრირებულნი არიან საქართველოში, სადაც იღებენ პენსიას და სოციალურ დახმარებას“.

ე.წ. საზღვრის კვეთისას მგზავრები ვალდებულნი არიან თან იქონიონ კორონავირუსზე არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტის უარყოფით პასუხი. გარდა ამისა ვალდებული არიან, დანარჩენ საქართველოდან უკან მობრუნების ვადა წინასწარ ჩააწერინონ „მესაზღრეს“.

საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისგან განსხვავებით, სადაც მგზავრებს 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა საკარანტინო ზონაში უწევთ, ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნებულებს შეუძლიათ იზოლაციის პერიოდი სახლებში გაატარონ.

„წინასწარ აწერინებენ თარიღს, სოციალური პრობლემების გადაჭრის შემდეგ იმავე დღეს დაბრუნდებიან თუ მეორე დღეს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან არ არსებობს რაიმე შემზღუდავი ზომები. ჩვენ გვაქვს ამ პირთა სია, ვამოწმებთ მათ და ვატარებთ.

საზღვარი ღიაა დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე. ამ დროის განმავლობაში მესაზღვრეები პასუხისმგებელნი არიან ამ კატეგორიის პირების შემოწმებაზე“, – განაცხადა რუსტამ ლატიპოვმა.

მისი ინფორმაციით, დღეში „საზღვარს“ საშუალოდ 15 ადამიანი კვეთს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე რა ტიპის სანქციები ტარდება „საზღვრის უკანონოდ“ კვეთის ბრალდებით დაკავებულებზე, მითუფრო რომ ისინი ხშირად საპენსიო ასაკის არიან, ე.წ. სუსის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ხდება ძრითადად მათი დაჯარიმება, თანხა კი არ აღემატება 3 ათას რუბლს, რაც დღეს არსებული კურსით დაახლოებით 135 ლარია.

„მათ მიმართ ტარდება აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ერთობლივი შეთანხმების მიხედვიდ დაწესებული ზომები. დაკავებისთანავე ისინი დაუყოვნებლივ გადაჰყავთ გალის რაიონის სახელმწიფო უსაფრთხოების განყოფილებაში, სადაც ადმინისტრაციული წესით საქმეების სამართალწარმოება იწყება. როგორც წესი, ასეთი საქმეები სრულდება ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდით… თანხა დამოკიდებულია კონრეტულ შემთხვევაზე, მაგრამ ის არაღემატება 3000 რუბლს“, – განაცხადა ლატიპოვმა.

ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ ეს პირველი კომენტარია დე ფაქტო ხელისუფბელის წარმომადგენლის მხრიდან. მანამდე ამ თემაზე მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლება საუბრობდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შერიგების სამინისტრომ მოქალაქეებს ენგურის ხიდის გახსნაზე ინფორმაცია 11 თებერვალს მიაწოდეს. იმავე დღეს განმარტეს, რომ 12-დღიდან 5 დღემდე შემციდა ოკუპირებულიდან კონტროლირებულ ტერიტორიაზე შემოსულთა სავალდებულო კარანტინის ვადა. თავის მხრივ გალელებისთვის, რომლებიც „საზღვარს“ ყოველდღიურად სხვადასხვა საჭიროებისთვის მხოლოდ 1 ან 2 დღით კვეთდნენ, წინადადება მიუღებელია. ამბობენ, რომ ამ პირობის დაცვას ვერ შეძლებენ და ამიტომაც ფიქრობენ, მათთვის „საზღვარი“ ისევ ჩაკეტილი რჩება. ისინი კარანტინის გაუქმებას ითხოვენ.

2020 წლის 14 მარტს ჩაკეტა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი ენგურის ხიდზე, ასევე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან, საბერიო-ფახულანის ე.წ. გადასასვლელი.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის