USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
ვინ არის ჯარეტ აიზეკმანი, რომელმაც ღია კოსმოსში ისტორიული გასვლა შეასრულა
дата:  440

ამერიკელი მილიარდერი ჯარედ აიზეკმანი დღეს გახდა ისტორიაში პირველი არაპროფესიონალი ასტრონავტი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა. 41 წლის მილიარდერმა spaceX - ს გადაუხადა ექსპედიციის თანხა , მის გარდა, კიდევ ეკიპაჟის სამი წევრისთვის.

ექსპედიცია Polaris Dawn ( პოლარული ვარსკვლავის ამოსვლა ) ისტორიული აღმოჩნდა. აიზეკმანის ქონება 1.9 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ის ფლობს ელექტრონული გადახდის სისტემების კომპანიას, რომელიც 16 წლის ასაკში დააფუძნა. აიზეკმანი ავიაციითაა გატაცებული. 2004 წელს შეისწავლა მფრინავის პროფესია და დაამყარა მსოფლიო რეკორდი, დედამიწის გარშემო იფრინა მსუბუქი რეაქტიული თვითმფრინავით.

მილიარდერმა ღია კოსმოსში გასვლის შემდეგ თქვა : ,, იქ, სახლში ჩვენ კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ აქედან დედამიწა იდეალურ სამყაროდ ჩანს." მასთან ერთად ღია კოსმოსში გავიდა SpaceX - ის წამყვანი ინჟინერი სარა გილისი. აიზეკმანი კოსმოსში მეორედ გაფრინდა. პირველად 2021 წელს მან უხელმძღვანელა ისტორიაში პირველ კოსმოსურ ფრენას, რომლის ეკიპაჟის არცერთი წევრი პროფესიონალი არ იყო.

ხომალდმა დედამიწას სამჯერ შემოუფრინა და წარმატებულად დაეშვა ატლანტიკის ოკეანეში. Time - ის ინფორმაციით მაშინ აიზეკმანმა ილონ მასკს 200 მილიონი დოლარი გადაუხადა.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати