USD 2.6932
EUR 3.1505
RUB 3.5713
Tbilisi
ვინ არიან იმ სასტუმროს მეწილეები, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ლავროვის ქალიშვილი იმყოფება?
Date:  1661

კახეთში, სასტუმრო “ყვარლის ტბაში” რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრს ქორწილი აქვს დაგეგმილი. მისი სიძის ძმა საქორწინო ცერემონიას 70-მდე სტუმართან ერთად გეგმავს. ქართული მედიის ინფორმაციით, სასტუმროში იმყოფება სერგეი ლავროვის შვილი და მისი მეუღლე, რომლებიც ევროკავშირის მიერ არიან სანქცირებული. აქვე აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ლავროვის შვილის სტუმრობა უარყო.

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სასტუმრო რეგისტრირებულია როგორც შპს “ყვარელი პალასი”, რაც თავის მხრივ ფლობს შპს “აგროგანვითარება”

ვის ეკუთვნის სასტუმრო? მეწილეები:

ანდრო გეგენავა - 16.15%
ივანე ნიკოლაიშვილი - 23%
გიორგი ჩუბინიშვილი - 23%
არჩილ გეგენავა - 37.85

შპს-ის დირექტორი - ლევან ვაშაკიძე

ინფორმაციისთვის, არჩილ გეგენავა მე-7 მოწვევის(2008-2012 წლებში) პარლამენტის წევრი იყო, "ნაციონალური მოძრაობის" კვოტით.

World
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way