USD 2.7084
EUR 2.9337
RUB 2.9233
Tbilisi
ვინ არიან დონმები და რა კავშირშია მათთან თურქების მამად წოდებული ქემალ ათათურქი?
Date:  1991
როგორც ისტორია გვასწავლის, ოსმალეთის იმპერიის დამხობის შემდეგ, მისი სამფლობელოები საფრანგეთმა (სირია და ლიბანი) და დიდმა ბრიტანეთმა ( ერაყი, იორდანია და პალესტინა) გაინაწილეს. ამ დროს კი, წარმომავლობით აშკენაზმა ლენინმა, სომეხთა და ქართველთა ხარჯზე, გარკვეული ტერიტორიები დაუთმო ათათურქს. თუმცა ამაზე სხვა დროს.
 
ოსმალეთის, ანუ იგივე ბრწყინვალე პორტას დაკნინებაში, სულთნის კარის უნიათობაზე არანაკლები წვლილი, იმ ჰებრაული სექტის წარმომადგენლებს მიუძღვით, რომლებიც დომნეს სახელით არიან ცნობილნი და რომელსაც ათათურქი მიეკუთვნება წარმომავლობით.
ათათურქმა, ახალი თურქეთისთვის მრავალი რეფორმა განახორციელა. ქვეყანა გადაიქცა რესპუბლიკად. შემოღებული იქნა ახალი ჟღერადობის გვარები, ეთნიკურად ჭრელი მოსახლეობა (ოსმანები, ქურთები, ბერძნები, სომხები, სირიელები, არაბები, ჩერქეზები, ქართველები) ყველანი თურქებად გამოცხადნენ. (ცნობისთვის, გათურქება არ შეხებიათ იქ მცხოვრებ ებრაელებს).
 
დაინერგა ევროპული მეტრული სისტემები, კალენდარი, არაბული დამწერლობა ჩანაცვლდა ლათინურით. გაუქმდა შარიათის კანონები. დედაქალაქი სტამბოლიდან გადატანილი იქნა ანგორაში, რითიც ოსმალო არისტოკრატიას ხელიდან გამოსტაცეს ქვეყნის მმართვის სადავეები.
მთლიანობაში, როგორც ამას ათათურქი აცხადებდა, რეფორმების მიზანი იყო ნახტომისებურად დაახლოება ევროპასთან. სინამდვილეში კი, რაც საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა ქვეყანაში, ერთი ხელის მოსმით აღგავა დონმეს ჰებრაული სექტიდან გამოსულმა ათათურქმა (დაბადების სახელი ალი რეზა ოგლუ მუსტაფა).
 
დონმები, ( "დონმე" - განდგომილები) სექტა, რომელიც ჩამოყალიბდა პოლონელი ებრაელებს შორის, შაბთაი ცვის მიმდევრების მიერ XVII საუკუნეში.
 
მოგვიანებით ისინი ოსმალეთის იმპერიის ქალაქ სალონიკში გადასახლდნენ, ნაწილი კი გერმანიაში დასახლდა. მათგან მომდინარეობს ალექსანდრე ბლანკი (ლენინის ბაბუა დედის მხრიდან) პოლონეთიდან ამ სექტის გაძევებაში, პოლონელ ებრაელებს მიუძღვით მთავარი წვლილი.
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. საბერძნეთსა და თურქეთს შორის მოსახლეობის გაცვლის დროს, 1924 წელს, დონმების სექტა თურქეთში გადასახლდა, სადაც უკვე როგორც ქვეყნის პირველი პირი მოღვაწეობდა, ამ სექტიდან გამოსული ქემალ ათათურქი.
აქედან მოყოლებული, მიუხედავად მათი მცირერიცხოვნობისა (16.000) დონმე მყარად იწყებს დამკვიდრებას თურქეთის პოლიტიკურ და კულტურულ ელიტაში.
 
ამის დასტურია ათათურქის მიერ ჩამოყალიბებულ მთავრობის წევრებად დონმეს სექტიდან სამი მათგანის მინისტრებად დანიშვნა. ამასთან დაკავშირებით, როცა მისმა თურქმა თანამოაზრემ იკითხა, იმიტომ ხომ არ დანიშნა ათათურქმა ისინი მინისტრებად, რომ მათ ერთი წარმომავლობა გააჩნიათ, ათათურქმა ასეთი პასუხი გასცა:
 
(For me as well as some people want to say that I’m a Jew – because I was born in Salonica. But it must not be forgotten that Napoleon was an Italian from Corsica, yet he died a Frenchman and has passed into history as such.) ”ზოგი ამბობს ჩემზე, რომ მე ვარ ებრაელი, რადგან დავიბადე თესალონიკში. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნაპოლეონი ასევე იყო იტალიელი კორსიკიდან, თუმცა გარდაიცვალა როგორც ფრანგი და როგორც ფრანგი ასე შევიდა ისტორიაში. ”
 
დღევანდელ თურქ ისლამისტებს რომელთა შორის პრეზიდენტი რეჯებ ერდოღანიც მოიაზრება, სძულთ დონმეს სექტის მიმდევრები. კერძოდ, ერთ-ერთმა ყველაზე მგზნებარე და ავტორიტეტულმა ანტისემიტმა, მეჰმედ საკათ აიაგიმ გამოაქვეყნა "წითელი პროტოკოლები". სადაც საუბარია დონმიდან მომდინარე კოსმოპოლიტიზმის საფრთხეების შესახებ. რომელთა მიზანი თურქეთის მცირე ეროვნულ სახელმწიფოებად დაშლაა (ქურთები, ალავიტები და ა.შ.).
 
ცნობისთვის, ერდოღანის მიერ, დიდი წმენდის ჩატარება თურქეთის ჯარში, დონმეს სექტიდან გამოსულ გენერალიტეტს უკავშირდება. მართალია ისრაელი უარყოფს მის კავშირს დონმებთან და მათ იუდაიზმის რწმენისგან განდგომილადაც კი მოიხსენიებს, თუმცა ფაქტი სახეზეა, როგორც არასდროს დიდი მტრობაა ჩამოვარდნილი მათსა და თურქებს შორის.
 
ზვიად ქადარია
sport
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way