USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Tbilisi
ვინ არიან ბოტები და ტროლები?
Date:  

21–ე საუკუნეში, ტექნოლოგიების განვითარება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდას და სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია ინფორმაციის წყაროების სანდოობა, რათა დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ არ მოვექცეთ, ან უნებლიედ მისი გამავრცელებელი არ გავხდეთ.

ვინ არიან ბოტები და ტროლები?

ბოტი – სოციალურ ქსელში არსებული ავტომატიზებული პროფილია, რომელსაც რეალური პიროვნების მგავსი ქცევები აქვს. ექსპერტების თქმით, ბოტებს შესაძლოა, ქსელის სახე ჰქონდეს და მათ ერთი კონკრეტული მომხმარებელი, დისტანციურად მართავდეს. 

ბოტების მიერ გავრცელებული აზრი მიკერძოებული, მცდარია, რომელსაც კონკრეტული მიზანი აქვს. მაგალითად, ბოტები გავლენას ახდენენ ონლაინ სივრცეში არსებულ დებატებზე, ცდილობენ აზრის ფორმირებას ან ცვლილებას. 

ოქსფორდის უნივერსიტეტის ინტერნეტის ინსტიტუტი ბოტებს შორის გამოყოფს ერთ სახეობას პოლიტიკურ ბოტს. რაც, მათი აზრით, სპეციალურად შექმნილ კომპიუტერულ პროგრამას, ან კომპიუტერულ კოდს გულისხმობს. მათ არჩევნების ან რეფერენდუმის დროს ყალბი ამბების გავრცელებისთვის და პროპაგანდისთვის იყენებენ. ასევე, ამა თუ იმ სუბიექტის, ჯგუფის მიმართ ყალბი მხარდაჭერის ილუზიის შესაქმნელად – ინფორმაციის გაზიარებისთვის და მისი მოწონებებისთვის იყენებენ.

ტროლი – რეალური ადამიანის მოპარული სურათებით და ინფორმაციით შექმნილი ყალბი ანგარიშია სოციალურ ქსელში, რომლის უკან სრულიად სხვა პიროვნება დგას. ანუ ტროლები რეალური ადამიანები არიან და სხვა ადამიანების ინფორმაციას იყენებენ. 

ტროლები მათთვის საინტერესო თემებზე სოციალური ქსელების ჯგუფებში, ბლოგებზე, ასევე ვებ-პორტალების კომენტარების სექციაში აგრესიულ და არათემატურ კომენტარებს წერენ, რათა ყურადღება მიიქციონ და მომხმარებელთა ემოციური პროვოცირება მოახდინონ. ტროლსა და ბოტს საერთო მიზანი აერთიანებთ, ცრუ ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოებისთვის, საკუთარი მცდარი და მიზანმიმართულად შექმნილი აზრის მოხვევა.

როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი ბოტებისა და ტროლების გავლენისგან? 

პირველ რიგში, ნებისმიერი კომენტარი, სტატუსი თუ სტატია უნდა გადავამოწმოთ. თუკი, პოსტის ქვეშ გადავაწყდებით აგრესიულ, რადიკალურ, ან გაზვიადებულ კომენტარს, გამოხმაურებამდე დაფიქრდით, ხომ არ გვაქვს საქმე ბოტთან, ან ტროლთან. 

ამოცნობის პირველი ნიშანი მათი კომენტარებია, რომლებიც ამოვარდნილია სადისკუსიო თემიდან, აგრესიულია, ხოლო ტექსტი გაუმართავია.

გადაამოწმეთ ინფორმაცია, არ წამოეგოთ ბოტებისა და ტროლების „ხაფანგებს“ – ცრუ მოსაზრებებსა და ინფორმაციას, თავად არ გხდეთ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლები. 

წყარო: https://csogeorgia.org/

World
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way