USD 2.6039
EUR 2.9257
RUB 3.1209
Тбилиси
ვინ არიან ანუნაკები
дата:  9754

შუამდინარულ მითოლოგიაში გვხვდება ცნობა არსებების შესახებ, რომლებიც კოსმოსიდან მოვიდნენ, მათი ზომები 3-5 მეტრს აღწევდა, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი — ათასეულობით წელს, მათ ანუნაკებს უწოდებენ. ვინ იყვნენ ანუნაკები? ერთი ვერსიით, ანუნაკები სირიუსიდან მოვიდნენ, ხოლო მეორე ვერსიით, რომელიც უფრო გავრცელებულია – ნიბირუდან, იგივე პლანეტა X. ეს პლანეტა, მარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობდა, ყოველ 3 600 წელიწადში უახლოვდებოდა დედამიწას და ანუნაკებიც სწორედ ამ პლანეტიდან მოდიოდნენ ჩვენთან.

ანუნაკები ადამიანებზე განვითარებულები იყვნენ, ისინი დედამიწაზე იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ ოქროს მოპოვება სურდათ. ამის გამო დედამიწაზე ჩამოიყვანეს რეპტილოიდების განსხვავებული სახეობები ინუაკები და ინუნები (ანუნაკებიც რეპტილოიდები არიან), შემდეგ ესენი აჯანყდნენ, ხოლო ანუნაკებმა მუშახელად ადამიანები გამოიყენება დაიწყეს, რა თქმა უნდა ადამიანის შრომა ვერცკი შეედრებოდა იმას, რასაც რეპტილოიდები აკეთებდნენ. ამის გამო ყველაზე ჭკვიანმა ანუნაკმა ენკიმ ადამიანის ევოლუცია დააჩქარა გარკვეული გენეტიკური ჩარევებით და ადამიანი გააუმჯობესა.

 

 

2000 წელს რუმინელმა მწერალმა და ბავშთა ფსიქოლოგმა არინა ჰავამ გამოაქვეყნა წიგნი რომელიც ნამდვილ ამბავს ეყრდნობოდა, მასში მონათხრობია არიანას ერთერთ კლიენტ ბავშვზე ალექსანდრ პირგარუსზე იგივე დავითზე, რომელსაც საკუთარი წინა ცხოვრება დეტალურად ახსოვდა. დავითი ყვებოდა რომ იგი დედამიწაზე მოვლენილი ინუაკი იყო, იგი არიანას მოუთხრობდა დედამიწის წარსულის, აწმყოს და მომავლის შესახებ. 

ზოგადად ამ პერიოდში ბევრი ასეთი ინდიგო ბავშვი იბადება, რომელთაც ახსოვთ, თუ საიდან არიან, ვინ იყვნენ და ა.შ. თითქმის ყოველი მათგანი ამბობს, რომ დაახლოებით 2000 წლიდან დაიწყო დედამიწის გარდამავალი ეტაპი, რაც გულისხმობს იმას, რომ დედამიწა გახდა ინდიგოსფერი, ანუ ახალ ვიბრაციაზე გადავიდა. ამავე ადამიანთა მონაყოლიდან ირკვევა ისიც, რომ ისინი დედამიწის გადასარჩენად არიან დაბადებულნი.

გთავაზობთ ნაწყვეტს წიგნიდან: – “ინუაკი, რეფტილია ჩემში” 

 

არიანას და დავითის დიალოგი

თავი 7

 

ა: შენ თქვი, რომ დღეს გინდოდა გესაუბრა დედამიწის შესახებ.

დ: დიახ, მინდოდა მომეყოლა იმის შესახებ, რომ რაც მოხდა ინუეზე, იგივე მოხდა დედამიწაზეც, ვსაუბრობ კოლონიზაციის შესახებ.

ა: ვინ არიან ჩვენი კოლონიზატორები?

დ: იგივე ანუნაკები. სადღაც 500 000 წლის წინათ დედამიწაზე დაეშვა ხომალდი. მათ წაიღეს ნიადაგის და წყლის ნიმუშები და გაფრინდნენ, რათა ისევ უკან დაბრუნებულიყვნენ სხვებთან ერთად და დამკვიდრებულიყვნენ დედამიწაზე. მათი მიზანი იგივე იყო – გამოეყენებინათ ბუნებრივი რესურსები. როდესაც უკან დაბრუნდნენ თან ჩამოიყვანეს ინუაკები და ინუები, რადგან ადგილობრივი დედამიწის მოსახლეობას მათ რთულ დანადგარებთან მუშაობის სწავლა უჭირდათ, ხოლო ინუაკები ამ საქმეს თავს ართმევდნენ. მათ დაიწყეს მუშაობა, თუმცა მალე ცხადი გახდა, რომ მხოლოდ ისინიც არასაკმარისნი არ იყვნენ. მოგვიანებით მოხდა ინუაკების აჯანყება, რის შემდეგაც ანუნაკებს მოუხდათ სამუშაოში ადამიანებიც ჩაერთოთ. აღმოჩნდა, რომ ეს უკანასკნელნი თავიანთი შესაძლებლობებით ვერც კი შეედრებოდნენ ინუაკებს. ისინი უბრალოდ ყველას აბნევდნენ. ასე რომ მოხდა დედამიწელთა გენეტიკური შეცვლა, მხოლოდ დეენემი აიღეს ინუაკებისაგან და არა ანუნაკებისაგან.

ა: შენ გინდა თქვა, რომ ჩვენ ძმები ვართ?

დ: დიახ.

ა: ანუ ჩვენ ერთი და იგივე დეენემი გვაქვს?

დ: დიახ. თქვენ როგორც სახეობა ჩვენი წყალობით არსებობთ. იმ დროისათვის დედამიწაზე არსებულთა გენეტიკურ მატერიალზე დამატებულ იქნა ჩვენი გენეტიკური მატერიალი – ასე შეიქმნა თანამედროვე ადამიანთა რასა.

ა: და ფიზიკურად რატომ არ გგავართ თქვენ?

დ: ანუნაკები ყოველთვის ინახავდნენ ფიზიკურ სახეს, რადგან ის შეესაბამება გარემო პირობებს, ფიზიკური ასპექტი სრულიად შეესაბამება პლანეტა დედამიწას.

ა: სამეცნიერო წრეებში არსებობს ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ადამიანის დეენემმა ევოლუციური ცვლილება განიცადა და ჩვენ გვყავს მდედრობითი სქესის საერთო წინაპარი, რომელიც ცხოვრობდა 180-300 ათასი წლის წინათ აფრიკაში.

დ: დიახ ეს ასეა. მაშინ მოხდა პირველი გენეტიკური ცვლილება.

ა: პირველი?

დ: დიახ, სადღაც 40 ათასი წლის წინათ ანუნაკებმა ზემოდან დაამატეს თავიანთი გენეტიკური მატერიალი. მაშინ დადგა ის მომენტი, როდესაც ადამიანებმა გააცნობიერეს თუ ვინ იყვნენ. ანუნაკებმა იფიქრეს, რომ თუ ჩვენ მათთან გენეტიკურად ახლოს ვიქნებით, ჩვენ მათ მივიღებთ.

ა: ანუ ჩვენ გვაქვს ინუაკების, ანუნაკების და პრიმიტიული ადამიანის დეენემი?

დ: დიახ.

ა: ანუ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ უფრო მეტად ანუნაკების.

დ: არა, რადგან ახალი გენეტიკური ცვლილების შეტანა ვერ მოხერხდა მთელს მოსახლეობაზე. ამიტომ მოხდა არევა, ზოგიერთებმა მიიღეს დამატებითი დეენემი ანუნაკებისაგან, ხოლო სხვებმა ინუაკებისაგან. ასევე არსებობდა წმინდასისხლიანი შობადობები, რომლებიც სიწმინდედ თვლიდნენ ანუნაკების სისხლის შენახვას.

ა: მაგრამ ახლა ჩვენ მეტ-ნაკლებად ერთნი ვართ ხომ?

დ: არა. ყველაფერი იგივე პრინციპით მუშაობს. არსებობს წმინდა სისხლის შობადობები.

ა: ანუ გინდა თქვა, რომ არსებობენ ოჯახები, რომლებიც პატივს სცემენ თავიანთ წარმომავლობას და არ დაუშვებენ სისხლის აღრევას?

დ: დიახ.

ა: და რა დაემართათ ანუნაკებს, როდის გაფრინდნენ?

დ: ისინი არ გაფრენილან. აქ არიან ჩვენთან. ისევე, როგორც ინუეზე, ისინი დაიმალნენ.

ა: ეს თეორია გაგონილი მაქვს, მაგრამ აღარ ვიცი რა უნდა დავიჯერო.

დ: მე არავის არაფერში დარწმუნება არ მინდა. მინდა ვთქვა, რომ ისინი მართავენ მსოფლიოს. მართალია ისინი მიწის ქვეშ არიან, მაგრამ მმართველები ისინი არიან.

ა: მითხარი, ეს ანუნაკები რეპტილიებს ჰგვანან, ოღონდ ორ ფეხზე?

დ: დიახ.

ა: არსებობს ხალხი, რომლებიც მათ რეპტილოიდურ რასას უწოდებს.

დ: რაც გინდათ ის უწოდეთ. მაგრამ ისინი არიან ნამდვილი ანუნაკების მემკვიდრეები, მათი შთამომავლები.

ა: ვიცი ეს თეორია მაგრამ რთული დასაჯერებელია. ისინი არავის უნახავს, ზუსტად არავინ არაფერი იცის…

დ: დიახ იციან! მათ ყველა იცობს. თვით სამთავრობო სახეები – მათი ქვეშევრდომები არიან. ჩვენ – მათი პატარა ნაწილი ვართ.

ა: რანდენადაც მივხვდი ჩვენ მათი დნმ-ის ნაწილი გვაქვს.

დ: არა. ასევე ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია აგრესიაზე და უარყოფით ემოციებზე.

ა: მითხარი, როგორ ხედავ, რომ ისინი ჩვენ გვმართავენ?

დ: დაახლოებით 6500 წლის წინათ ანუნაკებმა გადაწყვიტეს გადამდგარიყვნენ მასობრივი აჯანყებების გამო. ოღონდ არა სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – მუშაობა გადაწყვიტეს ჩრდილქვეშ. ამიტომ მათ დააფუძნეს რამდენიმე საიდუმლო საზოგადოება და გამოავლინეს ძირითადი შტრიხები ზოგიერთ ჩვენს თანამედროვე რელიგიებში. ასწავლეს მღვდლებს და გამოუშვეს ჩვენს დასამოძღვრად. ჩამოაყალიბეს დოგმები და დამახინჯებული რწმენა, ამ ყველაფერმა მშვენივრად გაამართლა, იმიტომ რომ მოსახლეობამ დაიწყო მათი თაყვანისცემა და მორჩილება.

ა: გამოდის, რომ ყველას სჯეროდა დოქტრინის.

დ: არა. მათ აირჩიეს რამდენიმე ადამიანი მათ სისხლთან ყველაზე ახლოს მყოფნი. მხოლოდ მათ იცოდნენ სიმართლე. სწორედ ისინი ატარებდნენ ადამიანთა მსხვერპლშეწირვის კარგად მოფიქრებულ რიტუალებს. სისხლსა და ორგანოებს საჩუქრად უძღვნიდნენ თავიანთ ღმერთებს.

ა: ძველ დროში ნამდვილად იყო მსხვერპლთშეწირვები, ოღონდ მათ ღმერთების საპატივცემულოდ სჩადიოდნენ.

დ: დიახ ისინი იყვნენ სწორედ ის ღმერთები. მაგრამ ეს რიტუალური მსხვერპლთშეწირვები ახლაც ხდება. გაიგე ისინი ამაზე არიან დამოკიდებულნი, ეს მათი საკვებია. ამ საიდუმლო ორგანიზციების ერთ-ერთი მიზანია ცოდნის გადაცემა. დღეისათვის ეს ოკულტური ორგანიზაციები არსებობენ მთელს მსოფლიოში და მუშაობენ ყველა სოციალურ სფეროში.

ა: როგორ აკეთებენ ისინი ამას?

დ: სახელისუფლებო სახეების საშუალებით, ორგანიზაციების, ფირმების, საბანკო სისტემებით, არმიით, პოლიციით, კანონმდებლობით, განათლების სისტემით, მასმედიით. ისინი ყველგან არიან, მათი წყალობით, ვინც მათ ემსახურება. ამ ხალხს მათ ასწავლეს, თავის მხრივ, ესენიც ასწავლან სხვებს და ა.შ. ესენი ისინი არიან, რომლებიც ჩვენ გვხელმძღვანელობენ დღევანდელი დროისათვის.

ა: კარგი მაგრამ როგორ გამოსდით მათ ეს?

დ: ეს ძალიან ძველი რასაა. მათი ცოდნა არის უდიდესი და კარგად გადანახული. მათ დაიქვემდებარეს მატერია, იციან სამყაროს ყველა ასპექტი, ძალიან კარგად ერკვევიან ასტროლოგიაში, შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ ადამიანის გონებაზე, ამინდზე, ენერგიაზე, სულის მდგომარეობაზე, მოკლედ რაც მოესურვებათ, ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, როცა მოესურვებათ და რამდენჯერაც. მათ გამოიყენეს რელიგია, დაამახინჯეს, ცრუ რწმენებით, რომლებიც მათ სჭირდებოდათ, დააჯერეს ადამიანებს, რომ ასტროლოგია და განდობილთა ცოდნა – ეს არის სატანური სწავლება. დაამკვიდრეს მოსაზრება, რომ სიზმრები და ხილვები ეშმაკისაგან მომდინარეობს, თუმცა ეშმაკი როგორც ვხედავთ საერთოდ არ არსებობს, ხოლო სიზმრები და ხილვები მოდის კოსმოსიდან, სამყაროდან, მატრიცადან… დედამიწის მრავალ ადგილზე. სადაც მდებარეობს სასარგებლო ენერგეტიკული ველები და ენერგიების გადაცემის პოტენციალი, მათ ააგეს სხვადასხვა შენობები და ობიექტები, ამ ენერგეტიკული ველების განეიტრალების მიზნით. მათ არ შეუძლიათ დაუშვან, რომ სრული გამოთაყვანების სიტუაცია შეიცვალოს, რომელსაც ისინი ახორციელებენ საზოგადოებაზე.

ა: და მაინც, როგორ მოახერხეს მათ მსოფლიო კონტროლი?

დ: რელიგიის დახმარებით, რომელიც მათ გამოიყენეს როგორც ტვინის რეცხვის ძალიან ეფექტური პროგრამა და ინტუიციის გასანადგურებელი საშუალება. ასევე ხალხის კონტროლს ახდენენ პოლიტიკის და რაც ყველაზე მთავარია, ფინანსური სისტემის საშუალებით. ისინი ჩვენ გვაძლევენ, საჭმელს, სითბოს, საცხოვრებელს, სკოლას, შვებულებას, ჯანმრთელობას აბსოლუტურად ყველაფერს.
მმართველი ოჯახები მათი პირდაპირი შთამომავლები არიან. ჩვენი პრეზიდენტების ძარღვებში მათი სისხლი ჩქეფს, ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ოკულტური ორგანიზაციებით.

ა: და მმართველმა ოჯახებმა და პრეზიდენტებმა თავად ეს იციან?

დ: დიახ მათ იციან თავიანთი წარმომავლობის შესახებ და ასევე სრულიად ეთანხმებიან ორგანიზატორების გადაწყვეტილებებს, ისინი მანიპულირებენ და მართავენ ჩვენს ცხოვრებას, ჩვენ ვიბადებით, ვცხოვრობთ, ვმუშაობთ და ვიღუპებით მათთვის.

ა: კი მაგრამ ხომ არსებობს სულიერი მიმარულებები, რომლებმაც ეს ყველაფერი იციან და საუბრობენ კიდეც ამის შესახებ.

დ: კი ასეა, ოღონდ ისინი მათ მიერვე ფინანსდებიან, იმიტომ რომ წვდომა ჰქონდეთ ინფორმაციაზე და დაამახინჯონ ის.

ა: ანუ გამოდის, რომ ჩვენ ჩაკეტილ წრეში ვიმყოფებით, რაც არ უნდა გავაკეთოთ მაინც ტყვეობაში ვრჩებით.

დ: არა. პირველ რიგში ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ჩვენს სულს. არავის არ შეუძლია იყოს ვინმეზე მეტი, ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ, სწორედ ამიტომ არავის არა აქვს უფლება, რომ მიგვითითოს თუ რა ვიფიქროთ, რა ვირწმუნოთ ან ვისწავლოთ.

ა: და მაინც მეცნიერება სასარგებლოა. მისი წყალობით ჩვენ განვითარდით, ბევრი საგნის დანიშნულება გავარკვიეთ.

დ: მეცნიერება მთლიანად მათ ეკუთვნით. მან დაიკავა რელიგიის ადგილი, თანამედროვე მეცნიერებას არაფერი აქვს საერთო ნამდვილ მატრიცასთან. ეს მეცნიერება მოგონილია, სპეციალურად იმიტომ შეიქმნა, რომ შეცდომაში შეგვიყვანოს. რომ დავიჯეროთ ის რაც სინამდვილეში არანაირ კავშირშია რეალობასთან. ადამიანის ევოლუციის გარკვეულ მომენტში გაჩნდა მოსაზრება რელიგიური დოგმების საიმედოობისა. მაშინ ანუნაკებს მოუწიათ სხვა გზების მოძებნა რათა განეგრძოთ მმართველობა, რომ გაგვასულელონ და დავიჯეროთ ის რაც საჭიროა. ასე გაჩნდა მეცნიერება.

ა: და რისი ეშინიათ მათ?

დ: მათ ეშინიათ, რომ ადამიანები გაიღვიძებენ და გააცნობიერებენ რომ ცოცხლობენ არა სხეულში, რომ არიან სამყაროს ცნობიერების ნაწილი, რომ ისინი თავისუფლები არიან და ისეთივე უსაზღვრონი როგორც თავად შემოქმედი.

ა: მერე რა? თუკი გავაცნობიერებთ? რა მოხდება?

დ: ადამიანები მათ განდევნიან. პრობლება იმაში მდგომარეობს რომ მათ აღარსად აქვთ წასასვლელი. მათი პლანეტა განადგურებულია, ხოლო სხვა კოსმოსურ სხეულებზე გზა ჩაკეტილი აქვთ. ისინი იმ ზღვრამდე არიან მისული როდესაც მათ მატრიცა შეცვლით როგორც სახეობას, ანუ ჯერ მიიყვანს მოკვდინებამდე ხოლო შემდეგ მოხდება მათი ტრანსფორმაცია. მათ ეს არ სურთ, ეშინიათ.

ა: მაინც ვერ გავიგე როგორ ახერხებენ ყველაფრის გაკეთებას რაც მოესურვებათ? რატო არავინ ამხელს მათ?

დ: ვინ ამხელთ მათ, როდესაც ისინი მართავენ ყველაფერს? ხოლო ვინც რაიმე სიმართლის მსგავსს იტყვის იმწუთას მიაკერებენ „შარლატანის“, „გიჟის“ ან „ეშმაკეულის“ იარლიყს. ჩვენმა მმართველებმა მიწისქვეშეთიდან შექმნეს ცნობიერებისა და გრძნობების მართვის შესანიშნავი პროგრამა. ჩვენ გვკარნახობენ თუ რა ვიფიქროთ, როგორ მოვახდინოთ რეაგირება, რა დავლიოთ, რა ვჭამოთ, რას მოვუსმინოთ. ყველაფერი დაგეგმილია, გათვლილია და სრულდება წინააღმდეგობის გარეშე, მათი ყურადღების მიღმა არაფერი რჩება. დაფიქრდი თუკი რომელიმე მეცნიერი რაიმე აღმოჩენას გააკეთებს რაც მათ არ აწყობთ, გამოჩნდება ასობით სხვა მეცნიერი რომლებიც საწინააღმდეგოს დაამტკიცებენ, მაგრამ თუკი მათ მოისურვეს საზოგადოებაში „სამეცნიერო“ აღმოჩენის გაშვება უამრავი მეცნიერი მას ეთანხმება, სინამდვილეში უამრავი ადამიანი არსებობს რომლებიც ვერ გაასულელეს, რომლებსაც სჯერათ სიკეთის და აჩვენებენ ამას, მაგრამ მათ დასცინიან და აწებებენ სხვადასხვა იარლიყებს, შესაძლოა შეამთხვიონ პრობლემები თუკი მოისურვეს ხმის ამოღება, ისინი ყველას აკვირდებიან.

ა: კარგი, მაგრამ თუკი ადამიანთა უმრავლესობა სხვაგვარად დაიწყებს ფიქრს? ისინი ვეღარაფერს იზამენ, მთლიან დედამიწას ხომ არ გაწყვიტავენ, ამ სისტემაშიც ხომ შესაძლოა იყოს ადამიანები რომლებმაც სიმართლე იციან და სურთ მასზე საუბარი.

დ: მათ ვინც სიმართლე იცის და სურთ ამის თქმა, ისინი ახერხებენ ამის აღმოფხვრას, უმრავლეს შემთხვევაში, ეხლა ყველაფერი რთულია. ჩვენს მართვას ახდენენ გონებაზე ზემოქმედებით და ქიმიური ნივთიერებებით.

ა: ქიმიური ნივთიერებებით?

დ: ყველა ქიმიური ნივთიერება რაც ემატება წყალში, საკვებ პროდუქტებში, კონსერვატებში, საკვებ დანამატებში, წამლებში – შექმნილია სპეციალურად იმისათვის, რომ აიძულოს ადამიანის ტვინს რეაგირება მოახდინოს მხოლოდ განსაზღვრულ სტიმულებზე, უფრო სწორად კი არ რეაგირებდეს.

ა: მაგრამ წამლები სიცოცხლის გადარჩენაში გვეხმარება!

დ: კი ზოგიერთები, მაგრამ სხვები შეიქმნა იმისათვის, რომ გამოყოს ადამიანი საწყის წყაროს.

ა: შეიძლება ასეცაა, მაგრამ ძნელია საზღვარის დაცვა. როგორ უნდა ვიყოთ ანტიბიოტიკების ან ვაქცინაციის გარეშე….

დ: ვაქცინაცია – ყველაზე დიდი გამყიდველობაა. ისინი ზემოქმედებენ იმუნურ სისტემაზე. მე ძალიან ცუდად გავხდი ბოლო ვაქცინაციის შემდეგ, რომლის გაკეთებაც მაიძულეს, ნათლად დავინახე მიკრობების შეყვანამ როგორი თავდასხმა მოახდინა ჩაკრებზე, რომ შემდეგ გაბნეულიყვნენ მთელს სხეულში,ასევე იმოქმედა ლიმფურ და ჯირკვლოვან სისტემაზე.

ა: წამლები ხომ გვეხმარებიან!

დ: კი მაგრამ მათ გარეშეც შეიძლება. სინამდვილეში უფრო მეტად გვნებენ ვიდრე გვეხმარებიან, ავადმყოფობა ეს არის გამაფრთხილებელი მინიშნება იმისა, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. შესაძლოა იქ სადაც ცხოვრობ გარემო დაბინძურებულია, შესაძლოა საკვები ის არ არის რაც საჭიროა, შესაძლოა ფიქრები და გრძნობები არასწორია, იმის მაგივრად რომ აბები მივიღოთ, საჭიროა დავჯდეთ და გავაანალიზოთ ეს ყველაფერი, აბები როგორც მე ვხედავ ზემოქმედებენ შედეგებზე, და არ გვეხმარებიან მიზეზის მიგნებაში. როდესაც ღებულობ აბებს ის შეიწოვება ორგანიზმში და გარდაიქმნება ენერგიდ, ეს ენერგია შესაძლოა იყოს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულია პრეპარტის შემადგენლობაზე, როგორც კი ის შედის ორგანიზმში იწყებს სეკრეციის რეგულირებას ან გაზრდის ან შეამცირებს. ამას მივყავართ გაუმჯობესებამდე, მაგრამ სინამდვილეში ეს არასწორია. ორგანიზმი გაცილებით უკეთ გაუმკლავდებოდა, თუკი მოვიშორებდით დაავადების გამომწვევ მიზეზებს.

ა: ხომ მაგრამ ანტიბიოტიკების აღმოჩენა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

დ: კი მაგრამ ეხლა ამით მანიპულირებენ. რაც მეტ ანტიბიოტიკს ღებულობ მით მეტად ცდილობს ორგანიზმი მათგან თავდაცვას, შესაძლოა იქამდეც მივიდეს რომ ბოლოს მათზე რეაგირებაც კი შეწყვიტოს, მიკრობები და ვირუსები ჩვენი სიცოცხლის ნაწილია ისინი პლანეტის ნაწილი არიან, ჩვენ ერთად ვცხოვრობთ დასაბამიდან. ჩვენ ისინი უნდა მივიღოთ და ჩვენმა სხეულმა ეს იცის, მან იცის რომ ყველაფერი გათვლილია.

ა: და ანუნაკები რომლებზეც ამბობ, რომ ჩვენ გვმართავენ ეხლა სად იმყოფებიან?

დ: ისინი ცხოვრობენ აქ ჩვენთან ერთად, ოღონდ დაფარულნი არიან ჩვენი აღქმის სისტემისაგან, შეიძლება ითქვას სხვა განზომილებაში არიან, მაგრამ ცხოვრობენ აქ და ახლა. ისინი აქტიურად მონაწილეობენ ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ არანაირად არ შეგვიძლია ზემოქმედება მოვახდინოთ მათზე.

ა: და კონკრეტულად სად იმყოფებიან?

დ: მათ აქვთ უდიდესი მიწისქვეშა ბაზები, ქალაქის მსგავსად, იქ ცხოვრობენ, თუმცა ზედაპირზეც არიან, ისინი ჩვენს შორის არიან, ჩვენ ურთიერთვქმედებთ მათთან ერთად, უბრალოდ ამას ვერ ვაცნობიერებთ.

ა: ანუ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ? უხილავები არიან?

დ: არა მათი შეხედვა შესაძლებელია, უბრალოდ ისინი საკუთარი თავის ირგვლივ აპროექცირებენ რაღაც ენერგეტიკული ველის მსგავსს რომელთა დახმარებითაც ნებისმიერი სახის მიღება შეუძლიათ რასაც მოინდომებენ, ამიტომ ვერ ვცნობთ.

ა: როგორ აპროექცირებენ?

დ: აზრობრივად.

ა: და მეტს არაფერს არ იყენებენ?

დ: არა, მათი გონებრივი შესაძლებლობები აღემატება ადამიანისას. ამიტომ ეს მათთვის არის როგორც თამაში. ისინი აკეთებენ ამას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე.

ა: და ასე თავისუფლად დადიან ჩვენს შორის?

დ: არა მარტო დადიან, – მმართველობენ, ცხოვრობენ ჩვენთან, ის შეიძლება იყოს ხელმძღვანელი, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი, მეგობარი…

ა: ანუ შენი მეუღლე შეიძლება იყოს ანუნაკი და ვერც კი ხვდებოდე?

დ: შეიძლება, მაგრამ ასეთი არ ხდება, რადგან ისინი არ ახდენენ კავშირს მათთან ვიც მათი სახეობის არ არის.

ა: არც მათთან ვისაც მათი დეენემი აქვთ?

დ: მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ისინი გადაწყვიტავენ სისხლის ხაზის გაუმჯობესებას, ღებულობენ სხვა მხარის ადამიანებსაც. მხოლოდ საგულდაგულო შეფასების შემდეგ.

ა: და შეფასება რაში მდგომარეობს?

დ: მოწმდება გენიალოგია, ხასიათი, ასტროლოგიური ფაქტორები და მრავალი სხვა…

ა: ასტროლოგიური ფაქტორი?

დ: დიახ. პირველ რიგში, მათ იციან, რომ პლანეტების მოქმედება გადამწყვეტ როლს თამაშობენ ხასიათის ფორმირებაში, ამიტომ ასტროლოგია ყველაზე ძველი მეცნიერებაა, ის აერთიანებს სამყაროს მთელ ცოდნას.

ა: არ ვიცოდი რომ ეს ასეთი მნიშვნელოვანი იყო.

დ: იმიტომ, რომ ამის ცოდნა შენთვის არ არის საჭირო. ამბობდნენ, რომ ასტროლოგები მჩხიბავები არიან, რომ მათი სწავლება ეშმაკისაგან მომდინარეობს, ეხლა როდესაც ეს იარლიყები აღარ ჭრის ამბობენ რომ ეს სისულელეა და დროის ფუჭად კარგვა.

ა: რატომ?

დ: იმიტომ რომ ეს არის სამყაროსთან საკუთარი თავის დაკავშირება. ვარსკვლავებთან ჰარმონიაში ყოფნა, ნიშნავს უნისონში შემოქმედებასთან ცხოვრებას, ჩვენ ყველანი რა თქმა უნდა ვართ ქვეცნობიერის დონეზე, მზის, მთვარის და პლანეტების ზემოქმედებით. დედამიწა წარმოადგენს გიგანტურ მაგნიტს რომელიც ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო, და ქმნის მაგნიტურ ველს, ეს ველი დიდ გავლენას ახნენს დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეზე. არსებობს კოსმოსური ციკლი, მზის სისტემის პულსაცია, ელექტრული სიგნალები, ელექტრომაგნიტური ქარიშხლები, ადამიანებისათვის აუცილებელია მოიაზრებონდენ ამ ყოველივესთან ერთად. არსებობს ხელსაყრელი პერიოდი თესვისათვის, მოსავლის აღებისათვის, სხვადასხვა მოქმედებებისათვის, და ასევე პირიქით არახელსაყრელი პერიოდები, ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს, არაფერი არ არის ტყუილუბრალოდ.

ა: მაგრამ მე არ მესმის ამას რატომ მალავენ მათ შეუძლიათ ამით სარგებელი მიიღონ.

დ: არა, იმიტომ რომ ადამიანი გაიგებს ცხოვრების აზრს, გაცნობიერებულად ცხოვრებაში ისინი მიიღებენ მატრიცის ამოუწურავ რესურსებთან კავშირს. კოსმოსური ენერგიით ისინი განიკურნავენ თავს, გაიბრწყინებს სასიკეთო პერიოდი, აღარ გამოიყენებენ პესტიციდებს, მავნებლებთან ბრძოლა მოხდება სხვამცენარეებით, მოსავალი იქნება სასარგებლო. ვარსკვლავებს, რომ ყურადღებას აქცევდნენ ბავშვები სხვაგვარი დაიბადებოდნენ: უკეთესი შესაძლებლობებით, სხვა პროგრამით, უფრო ერთიანი აგებულებით.

ა: რას ნიშნავს მავნებლებთან ბრძოლა სხვა მცენარეებით?

დ: დიახ სხვა მცენარეებით შეიძლება მავნებლების განდევნა, თუკი ამ სასარგებლო მცენარეებს დავთესავთ ჩვენს ბოსტნეულთან და მარცვლეულთან ერთად, ან შევასხუროთ მათი წვენი, თუმცა უმჯობესია ერთად დავრგოთ, ვიდრე მოვკლათ.

ა:მოიყვანე რომელიმე მცენარის მაგალითი.

დ: ყვითელი ყვავილი იცავს მარწყვს, მალინას მწერებისაგან რომლებიც მათ ჭამენ, თუ ამ მცენარეს დარგავთ ნამდვილად დაიცავს მწერებისაგან ეს ზუსტად ვიცი, ეს ბებია ბაბუსაც ვუთხარი თავიდან არ დამიჯერეს მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ მართალი ვიყავი.

ა: და რას აკეთებს ყვითელი ყვავილი? როგორ მოქმედებს მავნებლებზე?

დ: ერთისმხრის ის გამოყოფს ნივთიერებას რომელიც დევნის მათ, მეორეს მხრივ ასხივებს სპეციალურ ენერგიას, რომელის იცავს მცენარეებს, ურთიერთქმედებს ენერგეტიკულ ველზე რაც პარაზიტებს აიძულებს დატოვონ ტერიტორია. სინამდვილეში ყვითელი ყვავილი საკუთარ თავს იცავს მაგრამ ამით ირგვლივ მყოფ მცენარეებსაც ეხმარება.

ა: ასეთი მცენარეები ბევრია?

დ: დიახ, სინამდვილეში ყველა მცენარე რაიმესთვის არის საჭირო, არაფერი არ რის ისე უბრალოდ. ადამიანებს შეუძლიათ მათი დახმარებით განიკურნონ, მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ ორი რამ: რომელ ასტრალურ პერიოდში იყვნენ აღებულნი, და ვინ აიღო ისინი.

ა: ეს მნიშვნელოვანია?

დ: კი, იმიტომ, რომ განსაზღვრულ პერიოდებში მათი სამკურნალო თვისებები მაქსიმალური ხდება. მაგრამ ადამიანის სულიერი მდგომარეობა, რომელიც მათ იღებს ძალიან მნიშვნელოვანია_ ის პირველია ვინც მათ ეხება, და შესაძლოა თავისი ენერგიით შეცვალოს ის.

ა: არ ვიცოდი!

დ: ადამანი რომელიც მცენარეს იღებს, უნდა იყოს ჯანმრთელი, მშვიდი, და გაწონასწორებული. ნუ მინიმუმ საკუთარ თავს უნდა უთხრას, რომ ის ჯანმრთელია მშვიდი და გაწონასწორებულია, როდესაც მიდის მცენარეების შესაგროვებლად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

SHEN ©

გამოყენებული მასალები: არიანა ჰავას, “ინუაკი, რეპტილია ჩემში”

ანუნაკები

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати