USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
ვილი სანიოლი: მჯეროდა, რომ ამ გუნდს მომავალი ჰქონდა - შესანიშნავი თამაში აჩვენეს
Date:  463

თავიდანვე მჯეროდა, რომ ამ გუნდს მომავალი ჰქონდა, - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჩეხეთთან მოგებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„სამი წლის განმავლობაში დიდი გზა გავიარეთ, ბევრი რამ გარედან არ ჩანდა. მჯეროდა, რომ ამ გუნდს მომავალი ჰქონდა. ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს და ნახეს, რას მიაღწიეს გუნდური თამაშით და თავდაჯერებულები გახდნენ. მაინტერესებდა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოთამაშეები ნაკრებში რა განწყობით ჩამოვიდოდნენ. მინდა, მივულოცო მათ, რომ საუკეთესო განწყობით ჩამოვიდნენ და შესანიშნავი თამაში აჩვენეს“, - აღნიშნა მწვრთნელმა.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way