USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
Tbilisi
ვილი სანიოლი - მე საკმაოდ შორს ვარ პოლიტიკისგან, ვინ თამაშობს და ვინ არა, ეს სრულად ჩემი გადაწყვეტილებაა
Date:  

ბუდუ ზივზივაძე გუნდის ნაწილია - მე საკმაოდ შორს ვარ პოლიტიკისგან, ვინ თამაშობს და ვინ არა, ეს სრულად ჩემი გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 6-7 თვის წინ ბევრი ადამიანი აყენებდა შეურაცხყოფას, როდესაც გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე დასვა და ბუდუ ზივზივაძე ათამაშა.

„თქვენ იცით, რომ ზივზივაძე გუნდის ნაწილია, მან ითამაშა თურქეთთან რამდენიმე წუთი. ხვალინდელზე ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი. თქვენ თქვით, რომ ეს ძალიან პოლიტიკური გახდა. მე საკმაოდ შორს ვარ პოლიტიკისგან, რადგან მე მსურს მართებული გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ფეხბურთის ფაქტებზე დაფუძნებით. ეს სასაცილოა, რადგან მახსოვს, 6-7 თვის წინ ბევრი ადამიანი მაყენებდა შეურაცხყოფას, როდესაც მიქაუტაძე სათადარიგო სკამზე დავსვი და ბუდუ ვათამაშე. ახლა ყოველდღე შეურაცხყოფას მაყენებს ზოგიერთი სულელი საფეხბურთო მიზეზების გარეშე და ამას ვერ მივიღებ. მე ვარ ფეხბურთის მწვრთნელი და ეს ყველასთვის ნათელია, ვინ თამაშობს და ვინ არა, ეს სრულად ჩემი გადაწყვეტილებაა. უკაცრავად ასეთი ტონისთვის, მაგრამ რამდენიმე დღეა, ამის გამო ცუდ ხასიათზე ვარ“, - აცხადებს სანიოლი.

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ოთარ კიტეიშვილზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ის მესამე მატჩისთვის მზად იქნება.

„კიტეიშვილი მესამე მატჩისთვის მზად იქნება. ჩვენ აქ ვართ და უფრო მეტი გვსურს. პორტუგალიის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ! მესამე ტურის წინ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. ვღელავთ და გვიხარია“, - განაცხადა ვილი სანიოლმა.

tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way