USD 2.7051
EUR 3.1366
RUB 3.3509
Tbilisi
ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი კორონავირუსის სამუშაო ჯგუფთან ერთად ლოცულობს
Date:  1263

შაბათ-კვირას, სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენის ფოტო, სადაც სადაც ასახულია მისი და კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილი მუშა ჯგუფის ერთობლივი ლოცვა.

ამ სურათმა მორწმუნეთა შორის დიდი მოწონება დაიმსახურა.

პენმა, რომელიც პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ბრძანებით, ხელმძღვანელობს ამ ჯგუფს, შეკრიბა წამყვან პროფესიონალთა ჯგუფი - თეთრი სახლის სამეცნიერო და ტექნოლოგიების პოლიტიკის ოფისის ხელმძღვანელი კელვინ დროგმეიერი, ასევე ბენ კარსონი და სტივენ ჰანი, რომლებიც ორივე მთავრობაში მოსვლამდე სამედიცინო სფეროში მუშაობდნენ. 

 

წყარო: https://www.facebook.com/theactivistmommy/photos/a.954653337986149/2726550887463043/?type=3&theater

tbilisi
გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირის N15 კორპუსის მიმდებარედ შიდა ეზო წესრიგდება
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სარაჯიშვილის გამზირის N15 კორპუსის მიმდებარედ შიდა ეზო წესრიგდება.
 
პროექტის ფარგლებში, 1050 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იცვლება. 130 000 ლარამდე დაიხარჯება სამუშაოებისთვის, რომლის ფარგლებშიც ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა ბორდიურები.
 
აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარის მოწესრიგებამდე, გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სამივე სადარბაზოში 172 გრძივი მეტრზე წყალარინების შიდა და გარე ქსელი შეიცვალა, რისთვისაც 39 750 ლარი დაიხარჯა.
 
საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way