USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ვიდეოგადაღების გამო, 23-24 სექტემბერს ვახტანგ კოტეტიშვილის ქუჩაზე, ასევე, ვაშლოვანისა და ბესიკის ქუჩების ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თარიღი:  621

დაგეგმილი ვიდეოგადაღების გამო, 23-24 სექტემბერს ვახტანგ კოტეტიშვილის ქუჩაზე, ასევე, ვაშლოვანისა და ბესიკის ქუჩების ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვახტანგ კოტეტიშვილისა და ბესიკის ქუჩის ნაწილზე (დიმიტრი ყიფიანის ქუჩისა და ბესიკის ქუჩის კვეთიდან ბესიკის ქუჩისა და კირილე უკლებას ქუჩის კვეთამდე) საგზაო მოძრაობა 23 სექტემბრის 00:06-დან 14:00 საათამდე შეიზღუდება. დანიელ ჭონქაძის ქუჩის, მთაწმინდის შესახვევისა და ბესიკის მოედნიდან კოტეტიშვილის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ კირილე უკლებას, ნიაღვრისა და ინგოროყვას ქუჩების გავლით. ბესიკის მოედნისა და მთაწმინდის ქუჩისკენ მიმავალი ტრანსპორტი კი ბესიკის გასასვლელისა და დიმიტრი ყიფიანის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.

„ვაშლოვანის ქუჩაზე მოძრაობა 24 სექტემბრის 00:06-დან 18:00 საათამდე, პიერ კობახიძის ქუჩიდან ახვლედიანის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეიზღუდება.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მერაბ კოსტავას ქუჩიდან გიორგი ახვლედიანის ქუჩის მიმართულებით, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ პიერ კობახიძისა და ია ეკალაძის ქუჩების გამოყენებით, ხოლო გიორგი ახვლედიანის ქუჩიდან მერაბ კოსტავას მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება რომან მიმინოშვილის ქუჩის საშუალებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის