USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
ვიაჩესლავ ვოლოდინმა რუსეთის ყველაზე არამეგობრული ქვეყნების სია გამოაქვეყნა
Date:  578

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები, კანადა და შვეიცარია რუსეთის მიმართ ყველაზე არამეგობრულად განწყობილი ქვეყნები არიან დაწესებული სანქციების რაოდენობის მიხედვით, რამაც ენერგორესურსებისა და სურსათის ფასების გლობალური ზრდა გამოიწვია.

რუსული მედიის ინფორმაციით, სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რაოდენობის მიხედვით ყველაზე არამეგობრული ქვეყნების სია გამოაქვეყნა.

„პირველ ადგილზეა შეერთებული შტატები, რომელმაც რუსეთს 1983 სანქცია დაუწესა, მეორე ადგილზეა კანადა, რომელმაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 1402 სანქცია შემოიღო, პირველ სამეულში შედის შვეიცარია, 1361 ანტირუსული სანქციით. სიაში შედის ასევე ბრიტანეთი (1360 სანქცია), ევროკავშირი (1199 სანქცია), ავსტრალია (1150) და იაპონია (902). ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესდა 10 536 სანქცია, 2022 წლის 24 თებერვლამდე - 2 754, შემდეგ კიდევ 7 782", - ნათქვამია ვოლოდინის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ მონაცემებში.

მისი მტკიცებით, რუსეთის წინააღმდეგ „უკანონო სანქციების“ შემოღებით, ამ სახელმწიფოებმა გამოიწვიეს ფასების ზრდა ენერგორესურსებსა და საკვებზე.

„ესენი არიან მსოფლიოში არსებული პრობლემებისა და მომავალი კრიზისების მთავარი დამნაშავეები", - აცხადებს ვოლოდინი.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way