USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ვერაზე, შენგელიას ქ. N22-ში გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს
Date:  781

მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ვერაზე, შენგელიას ქ. N22-ში გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტის შედეგად, მოეწყობა საყრდენი კედელი და დამცავი ღობე, რომელიც მიმდებარე სახლებს გრუნტის ჩამოშლისაგან დაიცავს.
მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გამგეობის თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.
„აღნიშნულ მისამართზე ფერდობი იშლებოდა და აუცილებელი გახდა გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიწის ჩამოშლისგან სავალი გზაც დაცული იქნება და ადგილობრივი მოსახლეობაც. მსგავსი პროექტების განხორციელებას მიმდინარე წელსაც გავაგრძელებთ“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
ინფრასტრუქტურულ პროექტს, კონტრაქტორი კომპანია შპს „ინსტალ+“ ასრულებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 320 000 ლარია გამოყოფილი.

მსგავსი პრობლემის გამო, გამგეობა რაიონში კიდევ ორი გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობას ახორციელებს.

 

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way